რეგისტრირებული ფაქტები33334
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის თებერვალში გიორგი თავაძე გენერლებთან – ალექსანდრე ჭავჭავაძესა და ალექსანდრე ახმეტელაშვილთან ერთად მოსკოვში გაგზავნეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის თებერვლის ბოლოს, საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი თავაძე ტყვედ იყვანა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს გიორგი თავაძე თვითგამოცხადებული ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის” ჯარების აგრესიის აღკვეთაში მონაწილეობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გიორგი თავაძე ქართულ ჯარში მსახურობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს გამოჩენილი მამაცობისთვის გიორგი თავაძე წმინდა ანას IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 1 იანვრიდან გიორგი თავაძე შტაბს-კაპიტნის წოდებით მსახურობდა კავკასიის მე-2 მსროლელ ბატალიონში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მ. ი. ჟუკოვსკისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე ამიერკავკასიის რკინიგზის ყოფილი მოსამსახურე ი. გ. გურსკი და მისი 14 წლის ვაჟი დააკავეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით პოლიციამ მეძმარიაშვილი, ი. ნ. დემუროვი და ოზურგეთის მოქალაქე პ. ა. კალატოზოვი შეიპყრო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 27 მარტს ქართულ თეატრში გრიგოლ რობაქიძე ოსკარ უაილდის შესახებ წაიკითხავდა ლექციას „რელიგია მშვენიერებისა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სასტუმრო „კავკაზში“ მიხრან ხანჯიანცის არტელი ბაღდადური ჯიშის თეთრი აბრეშუმის პარკის თესლს ყიდდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს არტემ ჯიჯიხია დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლიდან არტემ ჯიჯიხია პოდპორუჩიკის ჩინით მსახურობდა მე-7 სარეზერვო ბატალიონში და ტაშკენტის 1-ელ სარეზერვო ბატალიონში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვებული 13 მანეთი. შემომწირველები: ვიქტორ ცერცვაძე, ვიქტორ კივაძე, ლავრენტი ღოღელიანი, მაკრინე ახვლედიანი და ანთიმოზ კეჭაყმაძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვებული 13 მანეთი. შემომწირველები: გიორგი სამსონის ძე წერეთელი, დავით გრიგოლის ძე ჯაფარიძე, პაშა წერეთლისა, სვიმონ სიმონის ძე წერეთელი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახელმწიფო დუმის სხდომაზე გიორგი ზამილოვსკიმ და ნიკოლოზ მარკოვმა მხარი დაუჭირეს შესწორებას, რომლის მიხედვითაც ებრაელებს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევა ეკრძალებოდათ.

