საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1319

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ყაუხჩიშვილი გიორგი არადელი-იშხნელის სიძე იყო.

1969

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1969 წლის 3 ივნისს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ საქართველოში დაგეგმილი სტუმრობისას წინანდლის მონახულების იმედი ჰქონდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი ბარბარე სოლომონის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილის ძმისშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი ბარბარე სოლომონის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილის ძმისშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არჩილ ნიკოლოზის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი ბარბარე სოლომონის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილის ძმისშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ნიკოლოზის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი ბარბარე სოლომონის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილის ძმისშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ სოლომონის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი ბარბარე სოლომონის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილის ძმისშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ილიას ძე დადიანი ელენე იულონის ასულ წულუკიძისას ძმისწული იყო.

1927

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1927 წლის ოქტომბერში ტიციან ტაბიძემ ნიკოლო მიწიშვილს ქობულეთიდან მისწერა და სთხოვა, ყურადღება მიექცია, რომ მისი წერილი ვაჟა ფშაველას შესახებ უშეცდომოდ დაბეჭდილიყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 სექტემბერს სანდრო ცირეკიძემ სერგო კლდიაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „მშვილდოსნის“ სრული ლიკვიდაცია და შედეგების გამოგზავნა სთხოვა.

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1914 წლის 29 იანვარს ტიციან ტაბიძემ გიორგი მუმლაძეს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა და შალვა დადიანის მისამართის გაგებაში დახმარება სთხოვა.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას წერილი გაუგზავნა, რომლითაც ატყობინებდა, რომ „ოქროს ვერძის” პირველი ნომერი 12 მაისს უნდა გამოსულიყო.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას მისწერა, რომ ჟურნალ „ოქროს ვერძში“ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნების შემთხვევაში ლექსის ერთ სტრიქონში ხუთ კაპიკს გადაუხდიდნენ, ხოლო მოთხრობების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ცალკე შეუთანხმდებოდნენ.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჟურნალ „ოქროს ვერძთან“ თანამშრომლობას სთავაზობდა.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის თებერვალში პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან იოსებ გრიშაშვილს წერილი გაუგზავნა, სთხოვდა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ თითო ეგზემპლარი გაგზავნას შემდეგი გაზეთებისთვის: „სახალხო“, „თანამედროვე აზრი“, „Кавказская речь“ და „Закавказское слово“.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის თებერვალში პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს ქუთაისიდან გაუგზავნა წერილი, სთხოვდა, თბილისში გაგზავნილი ალმანახ „ცისფერი ყანწების“ 300 ეგზემპლარი თითო 9 შაურად გაეყიდათ.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წლის 10 ნოემბერს პაოლო იაშვილმა წერილი მისწერა ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ელენე დარიანის ლექსების გამოქვეყნებას ქუთაისელი მკითხველის დიდი აღშფოთება მოჰყვა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წლის 15 ნოემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს და ალმანახისათვის ლექსის გაგზავნა სთხოვა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წლის 21 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იაკობ ფხაკაძეს და ფულის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წელს პაოლო იაშვილმა წერილი მისწერა ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს, ატყობინებდა, რომ მიიღო მისი წერილები და ჰპირდებოდა, რომ ერთმანეთს მალე შეხვდებოდნენ და ერჩევნა, შეხვედრა ქუთაისში შემდგარიყო.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის იანვარში პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, დროულად შეეკვეთა ალმანახ „ცისფერი ყანწების“ საბეჭდი ლიშეები და დამზადებისთანავე გაეგზავნა ქუთაისში, გამომცემელ კვიცარიძის სტამბაში.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის 9 თებერვალს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს და ჰკითხა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ რამდენი ეგზემპლარი უნდა გადაეგზავნა თბილისში და ვისთვის.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 11 ოქტომბერს ტიციან ტაბიძემ მამია ორახელაშვილს განცხადება გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მზად იყო გამოეცა როგორც ქართული, ისე უცხოური ნაწარმოებები.