საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29518

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის წინადადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დაადგინა, იოსებ სიდავა თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის თანამდებობიდან იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორად გადაეყვანათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე გზათა მინისტრ ნოე ხომერიკის მიერ გაკეთებული მოხსენების შემდეგ დადგინდა, კახეთის რკინიგზის აქციონერთა ყრილობაზე მთავრობის წარმომადგენლად ვაჭრობა-მრეწველობის დეპარტამენტიდან ე.ალშიბაია და გზათა მიმოსვლის დეპარტამენტიდან ინჟინერი გვარამაძე დაენიშნათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის აღმსრულებელ ევგენი გეგეჭკორის მოხსენება ევროპაში სრულუფლებიანი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ და დაადგინა, ეს თანამდებობა აკაკი ჩხენკელს დაეკავებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის მოხსენების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დააადგინა, წყალთა ინსპექტორ ა. ესენისთვის დახმარება აღმოეჩინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ ინჟინერ ლევან დიასამიძეს მიანდო ზომების მიღება, რათა ქალაქის მცხოვრებლებს წყალი ნორმალურად მიწოდებოდათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 იანვარს ბაქოდან სომხეთის წარმომადგენელმა ბეკზადიანმა საქართველოს მთავრობას ხელმეორედ მიმართა ნოტით. ის სომხეთისთვის საქართველოს საზღვრებში დაკავებული სამარშრუტო მატარებლების განთავისუფლებას მოითხოვდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენების შემდეგ ოფიცერთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ დადგინდა, ულუფა მისცემოდა იმ ოფიცერთა ოჯახებს, რომლებიც ფრონტზე იყვნენ გაწვეულნი.

1988

ტიპი: ღონისძიება

1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახებოდა მიუნხენიდან გამოგზავნილი ვანო ქიქოძის იარაღის კოლექცია, საქართველოში რეზო თაბუკაშვილის მიერ ჩამოტანილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 დეკემბერს ქართულ თეატრში დაინიშნა ვასილ აბაშიძის საბენეფისო საღამო, უნდა წარმოედგინათ. სამმოქმედებიანი კომედია „უცნაური ხაფანგი" და ოპერეტა „რაინდი უშიშარი და უებრო".

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში გაემგზავრა ნავსადგურის კომისიის მუშაობის მონაწილეობის მისაღებად.

1991

ტიპი: ღონისძიება

1991 წლის იანვარში ნატო ციციშვილს გოჩა შათირიშვილმა ვარშავიდან ნიკოლოზ მათიკაშვილის წერილი ჩაუტანა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 14 აპრილს კონსტანტინე შალიკაშვილი გორის მაზრის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ჟიულ მურიეს მიერ ფრანგულად ნათარგმნი სულხან საბა-ორბელიანის რამდენიმე იგავ-არაკი გამოვიდა, რომლებიც მან გიორგი ორბელიანს მიუძღვნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, ა. ოსტროუმოვი მეცნიერული გამოკვლევებისთვის ყაზანიდან სოხუმში გამოგზავნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე ხატისოვს თბილისში დასარიგებლად 100 ფუთი ამერიკული ბამბის თესლი მისცეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, ვედენსკის სოხუმში 50 ფუთი ამერიკული ბამბის თესლი უნდა დაერიგებინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, იონესიანცს ქუთაისში დასარიგებლად 50 ფუთი ამერიკული ბამბის თესლი მისცეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, ბერი არევაძე იმერეთში ათონის მონასტრისთვის შემწეობის სათხოვნელად დადიოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, მოროზოვმა მოსკოვიდან კავკასიაში 600 ფუთი ამერიკული ბამბის თესლი გამოგზავნა.

1988

ტიპი: ღონისძიება

1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახებოდა რეზო თაბუკაშვილის მიერ არგენტინიდან ჩამოტანილი სიონის ტაძრის საკურთხევლის გადასაფარებელი. ის ტურფა და მზია აკაკის ასულმა პაპავებმა დააბრუნეს სამშობლოში.

1989

ტიპი: ღონისძიება

1989-1990 წლებში რევაზ ვლადიმერის ძე გამცემლიძე პოლონეთში მცხოვრებ ქართველებზე გადაცემის მოსამზადებლად და ინტერვიუს ასაღებად ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს ესტუმრა. ნიკოლოზ მათიკაშვილმა გამცემლიძეს გადაცემისთვის საჭირო ყველა მასალა გაატანა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 მარტის „დროებაში“ ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის 1884 წლის ანგარიში დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერდნენ: კონსტანტინე ყიფიანი, ბესარიონ ბაქრაძე და მანუჩარ ყიფიანი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. სცენაზე თავი გამოიჩინა ტუსია ბაქრაძემ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ ბარნოვის ახალი რომანი „ხაზართა სასძლო“ ქართულმა ბეჭდვითმა ამხანაგობამ შეიძინა და მოკლე ხანში ცალკე ტომად გამოიცემოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ივანე ხატისოვმა დამსწრე საზოგადოებას „რუსული შამპანიის“ ღვინო გაასინჯა.