რეგისტრირებული ფაქტები33281
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს დუტუ მეგრელმა ამიერკავკასიის ცაკს მიმართა თხოვნით ამიერკავკასიაში ხანგრძლივი სამსახურებრივი მოღვაწეობის გათვალისწინებით მისთვის შესაფერისი პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 5 იანვარს დუტუ მეგრელი დანიშნეს ერევნის გუბერნიის საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს დუტუ მეგრელი და მოულოდნელად დაქვრივებული დედამისი, მარიამი, სუჯუნის ეკლესიის მონაზონთან გადავიდნენ საცხოვრებლად ერთ-ერთ სენაკში.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის დეკემბერში დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში მუშაობა შეწყვიტა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ სექტემბერს, თოთხმეტ წლიანი სამსახურბერივი მივლინების შემდეგ, დუტუ მეგრელი ერევნიდან თბილისში დაბრუნდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს დუტუ მეგრელი დედასთან ერთად ოლთისის მაზრაში (ყარსის ოლქი) გაემგზავრა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელი და დედამისი, მარიამ გაგუა ქუთაისში გადავიდნენ საცხოვრებლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის გაზაფხულზე დუტუ მეგრელი სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ოდესიდან ქუთაისში დაბრუნდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცელიდან" ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე გამართულ არჩევნებში გამგეობის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე და წევრად ანტონ ფურცელაძე აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისს ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის სახლში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად ნადიმი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ ივნისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით ანრი ბერნშტეინის პიესა „ურიის სისხლი“ უნდა წარმოედგინათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 აპრილს ნაძალადევის თეატრში წარმოადგინეს ივანე გიგოშვილის ახალი დრამა „შურისძიება“ გ. გაბინაშვილის, ღოღაძის, ალ. გოგაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

