რეგისტრირებული ფაქტები33334
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს დააწიოკეს საქართველოს რევოლუციური კერა, გურია. ტყეებში გაჭრილ ყაჩაღებთან უძლური საშა ობოლაძე შურს იძიებს გლეხობაზე, ხვრეტს მათ და გასისხლიანებულ გვამებს ყვავ-ყორნებისა და ძაღლების საჯიჯგნად ყრის ოზურგეთის შემავალ გზებზე მოსახლეობის დასატერორებლად.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს გაყაჩაღებული ბოლშევიკის, მანწკავას წინააღმდეგ გურიაში გაგზავნეს ჯარი ცნობილი ალექსანდრე (საშა) ობოლაძის მეთაურობით.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძის სიტყვამ კომუნისტთა პირველ ყრილობაზე კომუნისტები საშინლად აღაშფოთა, ყველა მოელოდა მის დაპატიმრებას, მაგრამ გადარჩა. გააკრიტიკეს თვით სერგო ორჯონიკიძემ და კიროვმა, რომელმაც განცვიფრება გამოხატა, რომ ასეთი აშკარა მენშევიკი და კონტრევოლუციონერი თავისუფლად დადიოდა.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძემ შეძლო მანდატის მიღება კომუნისტთა ეგრეთ წოდებულ პირველ „თავისუფალ“ ყრილობაზე და ისტორიული სიტყვა წაიკითხა, გააკრიტიკა მტრის საქმიანობა.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „აგვისტოს გმირთა ხსოვნას“ ცნობით, ნოე ხომერიკის მეგობრებმა, მაშინ სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა, კარლო ჩხეიძემ და ევგენი გეგეჭკორმა, დუმის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ხომიაკოვის საშუალებით აღძრეს შუამდგომლობა, მისი ვოლოგდის გუბერნიიდან პეტერბურგში სამკურნალოდ გასაშვებად.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდმა სახელმწიფოებმა იურიდიულად ცნეს საქართველოს და სომხეთის დამოუკიდებლობა, ერთა ლიგა ყოველი ახალი წევრის მიღებას უნდა უმორჩილებდეს ამ უკანასკნელისგან რეალურ გარანტიას, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს აასრულებს. სომხეთის ლიგის წარმომადგენლის, ხატისიანის წინადადებით რეზოლუცია გავრცელდა სომხეთზეც.
2026
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაში (თავმჯდომარე – ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი მორის ვილმოტი) მონაწილეობდნენ: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, პორტუგალია საქართველო, სომხეთი, უნგრეთი, ჰაიტი და სხვ.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე (თავმჯდომარე – ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი მორის ვილმოტი) განიხილეს საქართველოს თანამედროვე შინაური და საგარეო მდგომარეობა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი ინფორმაციის „ტერორი გურიაში“ მიხედვით, მოფერებისა და მოტყუების პოლიტიკა, რომელიც ფილიპე მახარაძის პირით ეცნობა გურულებს, საშინელი ტერორით დაგვირგვინდა. კომუნისტების ბანდა დასდევდა სოციალ-დემოკრატებს და სადაც მოასწრებდნენ, ესროდნენ.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილ წერილში „გაკვრით“, ნათქვამია, რომ აღარავის სურს ფილიპე მახარაძის ქვეშევრდომობა, აუჯანყდა მისი რუსეთუმე დაწესებულება, აჭარისტანის საბჭო, იქამდე აფხაზეთი, სამეგრელო, ალბათ ჯერი მიდგება გურიაზე, იმერეთსა და სვანეთზე.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვინც კი გამხეცებულ ბოლშევიკებს პირველ დღეებში ხელში ჩაუვარდა ჭიათურა-საჩხერეში, განურჩევლად იმისა, აჯანყებაში მონაწილეობდა თუ არა, ყველა, დაახლოებით 200 კაცამდე, უმეტესობა მაღაროს მუშები და გლეხები, ზესტაფონში გაისტუმრეს დასახვრეტად ილარიონ ტალახაძის და ალექსანდრე ვაშაძის განკარგულებით, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის აპრილში პეტრე დოლიძე გამოვიდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ე. წ. „სალიკვიდაციო კონფერენციაზე“, რომლის თავმჯდომარე იყო პროვოკატორი ს. ცინცაძე. ატყდა აურზაური, დელეგატები ერთმანეთს დაერივნენ. ჩეკისტებმა კარები დაუკეტეს, მაგრამ მან გაპარვა მაინც მოახერხა და იმ დღიდან არალეგალურად ცხოვრობდა და სტუდენტთა შორის მუშაობას განაგრძობდა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 8 ნოემბერს ოდუნკურში გამართულ ქართველთა კოლონიის კრებას 80 კაცი დაესწრო. მოისმინეს საქართველოდან ახლად დაბრუნებული ვლასა მგელაძის მოხსენება.
1841
ტიპი: ღონისძიება
1841 წელს გურიის აჯანყებისას გოლეტასთან ბრძოლაში ფეხში დაიჭრა გაბილა ბაქანიძე.
1841
ტიპი: ღონისძიება
1841 წლის გურიის აჯანყებისას გაბილა ბაქანიძე გამამხნევებელ წერილებს უგზავნიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლებს.
1841
ტიპი: ღონისძიება
1841 წლის გურიის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა გაბილა ბაქანიძემ ყველა დანაშაული აღიარა.
1841
ტიპი: ღონისძიება
1841 წლის გურიის აჯანყებისას სიმონ ჭყონია და იასე შეწირული შეუერთდენ აჯანყებულებს თავიანთი სურვილით. იასე შეწირულს იარაღი არ ჰქონია, მაგრამ სიტყვით მოქმედებდა აჯანყებულებზე, ხოლო სიმონ ჭყონიამ გაიწვია სხვებიც და მოწმეების თქმით მონაწილეობდა ნიკოლოზის სიმაგრის გაძარცვაში და ყიდდა სახაზინო ფქვილს.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა წერილი „მეოთხე არალეგალური ყრილობა“ (შთაბეჭდილებანი), რომელშიც აღნიშნულია, რომ, მიუხედავად ჩეკას მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის განადგურების, ბერია-კახიანის სასტიკი რეპრესიების, ათასობით მებრძოლის დახვრეტის და სოლოვკაში გადასახლებისა, გაიმართა პარტიის მეოთხე არალეგალური ყრილობა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მორიგი წლიური ყრილობის თავმჯდომარემ, ოტო ველსმა ისაუბრა საქართველოს ხალხის ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რასაც მოსკოვის ოკუპანტების მისამართით მოჰყვა უკმაყოფილების გამოძახილი.
1841
ტიპი: ღონისძიება
1841 წლის გურიის აჯანყებიის დროს გოგიჩა გორდელაძემ და ნიკოლოზ თოიძემ პირველებმა უთხრეს დავით მაჭუტაძეს, რომ სოფ. ლიხაური მხოლოდ მაშინ შეიტანდა ფულს, როცა სხვები გადაიხდიდნენ საერობო ბეგარას, ხოლო შემდეგ, როცა აჯანყებამ ყველგან იფეთქა, ისინი აჯანყებულებს შეუერთდნენ და მონაწილეობდნენ ყველა ბრძოლაში მთავრობის ჯარის წინააღმდეგ.
1841
ტიპი: ღონისძიება
1841 წელს ამბაკო შალიკაშვილი შეუერთდა აჯანყებულებს და მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის ალყის შემორტყმაში.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს შინაური და საგარეო მდგომარეობა. ქართული ლიგის წარმომადგენლის, დავით შარაშიძის მოხსენების შემდეგ საფრანგეთის ლიგის წარმომადგენლის, პროფ. ოლარისა და ბელგიელ ვილმოტის მთავარი მონაწილეობით შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელიც საბჭომ ერთხმად მიიღო, მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა შეიკავა თავი. მან სიმპათია გამოთქვა ქართველი ხალხისადმი, მაგრამ განაცხადა, რომ იძულებულია თავი შეიკავოს, რადგან არ ცნობს საბჭოთა ხელისუფლებას და მის საერთაშორისო აქტებს.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა წერილი „ადამიანის უფლებათა ლიგის საერთაშორისო ფედერაციის საბჭო საქართველოს შესახებ“ 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის აღამასრულებელი ორგანოს, საბჭოს, სხდომის შესახებ, რომლის თავმჯდომარე იყო ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი ვილმოტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთამმართველ პავლე საყვარელიძეს ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმთა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მიერ პროკოფი დოლიძისთვის მიყიდული ვარშანიძეების მემკვიდრეთა კუთვნილი სახლის უკან დაბრუნების შესახებ.

