საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19327

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში დაწერა თხზულება „რა მოუტანა საქართველოს ბოლშევიკთა 65 წლის ოკუპაციამ?“.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს პარიზში ჟურნალ „მხედრის“ №20-ში ნიკოლოზ მათიკაშვილის სტატია „ემიგრანტობის 15 წლის თავზე“ გამოქვეყნდა.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 2 მარტს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში დაწერა თხზულება „...ვარშავაში ყოფნისას გავიგე...“.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 6 ნოემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში მოხსენება წაიკითხა თემაზე „1921 წლის ქართულ-ბოლშევიკური ომი“.

1990

ტიპი: ავტორობა

1990 წელს თბილისში ვალერიან თევზაძის თხზულება „განვლილი გზა“ შეცვლილი სათაურით „ქართველი ოფიცრის ჩანაწერები“ დაიბეჭდა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში დაწერა თხზულება „ტირიფონის ველზე გაყინული ფარა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი არაყიშვილმა დაწერა ახალი აქტი ოპერისთვის „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 12 მარტს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ „ივერიის“ ის ნომერი, რომელშიც მისი „იუნკრები“ და თევზაძის მოგონებები იყო დაბეჭდილი, საქართველოში გაგზავნა.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 12 მარტს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ „ივერიის“ ის ნომერი, რომელშიც მისი „იუნკრები“ და თევზაძის მოგონებები იყო დაბეჭდილიб საქართველოში გაგზავნა.

1994

ტიპი: ავტორობა

1994 წელს თბილისში პაატა ნაცვლიშვილის „საქართველოს მიწა“ დაიბეჭდა. წიგნის სათაური ალექსანდრე სულხანიშვილის ხელით იყო დაწერილი.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა სან-ფრანცისკოდან მიღებული ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებები საქართველოში გამოგზავნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მარტის „დროებაში“ აკაკის დრამის „თამარ ცბიერი“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკიმ რამდენიმე ქართული ლექსი რუსულად გადათარგმნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 მარტის „დროებაში“ გ. ნ. ჩინჩალაძის სტატია „ხმა ერისა-ხმა ხვთისა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე გარსევანიშვილის სტატია „უსაფუძვლო და წინდაუხედავი წადილი“, რომელიც გორის მაზრაში თვითმმართველობის გაუქმების სურვილს ეხებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ნიჟარაძის წერილი სენაკიდან ზუგდიდამდე რკინიგზის გაყვანის საკითხზე.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 13 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, რომ სამი თვე საავადმყოფოში წოლისას სამი ოპერაცია გაიკეთა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 20 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში წერილი გაუგზავნა და სთხოვა, მიხეილ ქავთარაძესთვის „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად გაეგზავნა წერილი ქაქუცას მიერ ილიას მკვლელების აღმოჩენის, ილიასეული საათის მიგნების და ა.შ. შესახებ.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 20 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა ერთ-ერთ გაზეთში წაკითხული: ქიზიყში ბოლშევიკების ადგილობრივ მმართველობასთან შეხვედრის დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველოს მთავრობის მთავარ მდივანს სილა გააწნა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის შემოდგომაზე ნიკოლოზ მათიკაშვილმა ერთ-ერთ პოლონურ გაზეთს თავისი თარგმნილი ვაჟა-ფშაველას „ძაღლიკა ხიმიკაური“ და იოსებ ნონეშვილის ლექსი გადასცა გამოსაქვეყნებლად.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის წერილი „ქართული თეატრის გარშემო“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მორიგი ნოტა“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 თებერვლის „დროებაში“ გიორგი ჩიჩუამ ახალი სენაკიდან სოხუმამდე რკინიგზის გაყვანის წინადადებით გიორგი ერისთავს მიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, მიხეილ კუჩაევმა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების საგლეხო საქმეთა სამმართველოსა და ადგილობრივი მემემულეების აზრის გათვალისწინებით შეადგინა პროექტი ხიზნების მდგომარების შესახებ, რომელიც მთავარმმართებლის საბჭოში უნდა განეხილათ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ბინების მოწესრიგების საკითხი“, რომელსაც ხელს აწერს იკ. კ-შვილი.