საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 მაისის „დროებაში“ ესტატე მჭედლიძის გარდაცვალების შესახებ სილოვან ხუნდაძის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მაისის „დროებაში“ რაჟდენ ჩიკვაიძის სტატია „ხმა ქუთაისიდამ“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მაისის „დროებაში“ ნიკოლოზ რაზიკაშვილის ლექსი „ტყვის სიმღერა“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ხელოსანთა მამასახლისმა თბილისის ქალაქისთავის მოადგილეს შეატყობინა, რომ საგუბერნიო საკრებულოში სახელოსნო სამმართველოს რეორგანიზაციაზე მსჯელობაში მონაწილეობის მისაღებად საუკეთესოდ მიაჩნდა უფროსი ოსტატები ივანე ტერ-მიკირტიჩიანი, გ. ერმიშევი და შაქრო არარატოვი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 4 დეკემბერს ქალაქის გამგეობაში გამართულ სხდომაზე ქალაქის მოურავის მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომ 8 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში განსახილველად დანიშნული იყო ქალაქის გარდაცვლილი მოურავის, აფრიამ ევანგულოვის, გამგეობის წევრის, ევგრაფ ხოსროევის, გამგეობის წევრებად ნამყოფი მიხეილ არღუთინსკი-დოლგორუკოვისა და ა. ივანენკოს საქმე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის პოლიცმაისტერმა კოვალიოვმა შუამდგომლობა აღძრა პოლიციელების რეზერვის შექმნის თაობაზე.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 მაისის „დროებაში“ სეიდ ბოგატირევის წერილი დაიბეჭდა, რომლითაც ხაშურში მცხოვრებ ჯიხვაძისა და თომაძის დაპირისპირების ამბავს აღწერდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 აპრილის „დროებაში“ გიორგი ჩოჩიშვილის სტატია „ალღუზიანის“ შესახებ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატია ჩვენი ხალხური „სიმღერის გამო“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი მაისის „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის სტატია „ძველი ქართული ოჯახი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 1-ელი მაისის „დროებაში“ დაბეჭდილ წერილში მოსე ნათაძემ სკოლისთვის გამართულ საქველმოქმედო სპექტაკლში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა პელაგია მიქელაძეს, დ. გაბაშვილისას, ეკატერინე ტახტაჯიანცისას, ა. სურგულაძისას, იულია ჩხეიძისას, ალექსანდრე ნიჟარაძეს, პლატონ ღლონტს, სოსიკო ყიფიანს, ლ. კარენიანცს, ი. გვარამაძეს, კ. ცაგარელსა და ლევან მჭედლიშვილს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და გაზეთ „კავკაზთან“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882-84 წლებში გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“ ვანო მაჩაბლის რედაქტორობის პერიოდში. ის ყოველთვე რუსეთის ცხოვრების მიმოხილვას წერდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 66 წლის ასაკში ლოგინად ჩავარდნილმა გიორგი თუმანიშვილმა ქართველ მსახიობთა დღისთვის პატარა შენიშვნა დაწერა, რომელიც გაზეთში ვერ დაიბეჭდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ დახურვის შემდეგ გიორგი თუმანიშვილმა გამოსცა წიგნაკები კავკასიის უმაღლესი სასწავლებლის დაარსების შესახებ და „დახასიათებანი და მოგონებანი“ 3 ნაწილად.

1879

ტიპი: ავტორობა

1879-1880 წლებში გიორგი თუმანიშვილმა გამოსცა რამდენიმე ალმანახი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-85 წლებში გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალთან „ვესტნიკ ევროპი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს გიორგი თუმანიშვილი ჟურნალ „რუსკაია მისლ“-თან თანამშრომლობდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა დიდ გაზეთებთან: „გოლოს“, „პორიადოკ“ და „მოლვა“, სხვა წლებში კი − გაზეთებთან „რუსკიე ვედომოსწი“ და „პრავო“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-იანი წლებიდან გიორგი თუმანიშვილს ქართული თეატრის აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვის. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ის მუდმივად წერდა თეატრის შესახებ. მისი ნაწერები პატარა წიგნაკებად იბეჭდებოდა: „როგორ აიდგა ფეხი ქართულმა თეატრმა“, „ჩვენის თეატრის საქმე“ და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან“, რომელშიც ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს ქართველი ბელეტრისტების, ლავრენტი არდაზიანის, დანიელ ჭონქაძის და რჩეულიშვილის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა ქართულად თარგმნა და წიგნად გამოსცა „მშვენიერი ელენე“ და „ჟორჟ დანდენი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე თბილისის სასწავლებლების გამგე-კომისიამ განიხილა ა. ს. ბაბოვის მოხსენება თბილისის სახელოსნო სასწავლებლების საჭიროებათა შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქალაქ თბილისის ტექნიკოსმა შახნაზაროვმა ქალაქის გამგეობაში წარადგინა პროექტი (ხარჯთაღრიცხვა შეადგენდა 8 781 მანეთს) ალექსანდრეს ბაღში პუშკინის სახელობის წიგნსაცავის ასაშენებლად.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 მაისის „დროებაში“ ი. კახელის სტატია „სიღნაღის მაზრა“ დაიბეჭდა.