საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72240

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-82 წლებში იოსებ გიორგის ძე ანთაძე სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთში „საქართველო“ ალექსანდრე მაჩაბლის კორესპონდენცია „დაბა ცხინვალი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთში „საქართველო“ ია ეკალაძის წერილი „მკითხველის შენიშვნები“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთში „საქართველო“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „უფლების რეჟიმისკენ“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთში „საქართველო“ რ. ინგილოს „ვისია ზაქათალა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთში „საქართველო“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი შობისთვის“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთში „საქართველო“ ტიტე მარგველაშვილის წერილი „მეტი მზრუნველობა“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 თებერვლის „დროებაში“ კონსტანტინე მაჭავარიანის სტატია „ნაქალაქევის სამკურნალო თბილი წყაროები სამეგრელოში“ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამბერკი თომას ძე ელიავა პროვიზორი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ამბერკი თომას ძე ელიავას ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა გარდაიცვალა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 იანვარს საჩხერეში გამართული სპექტაკლიდან შემოსული თანხა ნინო წერეთელ-ჩოლოყაშვილისას გაუგზავნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველ თებერვალს საჩხერეში სადიკო წერეთლის თაოსნობით ქუთაისის უფასო საქალებო სკოლის სასარგებლოდ სპექტაკლი გაიმართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი დ. ი. ჯაფარიძე შინაგან, კისრის, ცხვირის და ყურის დაავადების მქონე ავადმყოფებს მადათოვის ქუჩა N7-ში, ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ, იღებდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმმა მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელმა პაციენტების მიღება განაახლა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი გ. გ. მეგრაბიანცი შინაგან, ჭლექისა და გულის დაავადების მქონე ავადმყოფებს რენტგენის კაბინეტში გასასინჯად და სამკურნალოდ ბებუთოვის ქ. N23-ში იღებდა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წელს გარდაიცვალა თბილისის საქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი თამარ ქუჩუკაშვილი.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 10 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ იეჟი ზაგურსკის „ვეფხისტყაოსნის“ მხოლოდ პატარა ნაწილი ჰქონდა თარგმნილი და შეუსაბამო ილუსტრაციებით გაფორმებული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კავკასიის I კორპუსის ყოფილი სამხედრო ბეითალი ი. გ. ქუთათელაძე ცხოველებს ბელინსკის ქუჩა N39-ში მკურნალობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი რეზო მაჩაბელი კანისა და ვენერიულ დაავადებათა მქონე პაციენტებს მოსკოვის ქუჩა N4-ში, ზემელის აფთიაქის პირდაპირ, მკურნალობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი პაციენტებს რენტგენის გადასაღებად ვერაზე, ყორღანოვის ქუჩა N20-ში, იღებდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი ა. ს. ჯავრიშვილი კანის და ვენერიულ დაავადებათა მქონე პაციენტებს ოლღას ქუჩა N3-ში, მელიქ აზარიანცის სახლში, იღებდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თვალის ექიმი მორის გოლდშტეინი ავადმყოფებს სათვალის შესარჩევად ნიკოლოზის ქუჩა N32-ში იღებდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოსკოვიდან ჩამოსული კბილის ექიმი ნიკოლოზ თეიმურაზის ძე ხორავა პაციენტებს ყოველდღე, კვირის გარდა, ოლღას ქუჩა N3-ში, მელიქ აზარიანცის სახლში იღებდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ფსევდონიმით ჟან. (კალე ჟღენტი) ლექსი „ახალი წელი“ გამოქვეყნდა.