საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაფიელ ივანიცკის („რ. ინგილო“) წერილი „დიდია ეს დღე“, რომელშიც საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „საერთაშორისო ცნობა“ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა ოპერა „ფრა-დიავოლო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ იუბილე გამართულიყო 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე მოწვეულ მწერლებსა და კრიტიკოსებს დაევალათ 15 თებერვლისთვის იუბილარის შესახებ მოხსენებებისა და წერილების მომზადება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რედაქციამ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მოქალაქე ნ. მარგიანისგან სვანეთიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს 10 საათზე საქართველოს სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების სხდომაზე უნდა განეხილათ ქ. თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, ამირხანოვის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 28 ნომებრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის 1918 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება ფეივი იანკელის ასული ვინურსკაიას გრიბოედოვის ქუჩის N 13 სახლიდან გაძევების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს 10 საათზე საქართველოს სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების სხდომაზე უნდა განეხილათ თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, ამირხანოვის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის 1918 წლის 23 თებერვლის დადგენილება ლეონტი ევანგულოვის, ფრიდონოვისა და ამბარდანოვის მიწის ნაწილის რეკვიზიციის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში მისი ანტრეპრენიორის, სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით დაიდგმებოდა გლუხოვცევის ოპერა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ გაიმართა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის კრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს ნაციონალისტების ფრაქციის წარმომადგენელი გრიგოლ ვეშაპელი (გიორგი გვაზავას შემდეგ) სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დაშნაკელების ფრაქციის წარმომადგენელი გარეგინ ტერ-სტეფანიანი სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს სოციალისტ-რევოლუციონერების ფრაქციის წარმომადგენელი ლეო შენგელაია სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის წარმომადგენელი სამსონ ფირცხალავა აკაკი ჩხენკელის შემდეგ სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე ვრცლად ისაუბრა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპისა და მისი განსვენებული დის, მარჯორი უორდროპის საქართველოს სასარგებლოდ მოღვაწეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე აღნიშნა ხალხთა შორის ლიგის მნიშვნელობა, ევროპის მუშათა კლასის მეთაურები და მათ შორის ჰენდერსონი, რომელთაც დახმარება გაუწიეს საქართველოს საკითხის პოპულარიზაციაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე წინადადება მისცა მთავრობას, რომ შესაბამისი დეპეშები გაეგზავნათ საზავო კონფერენციის თავმჯდომარისათვის და ლორდ კერზონისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა სიტყვა წარმოსთქვა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე. მან დამფუძნებელ კრებას, მთავრობასა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და აღნიშნა მისი საღი და ფრთხილი პოლიტიკა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა გახსნა თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნად ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებაზე სახელმწიფო თეატრის არტისტებმა ივანე სარაჯიშვილმა და ალექსანდრე ინაშვილმა შეასრულეს რომანსები და დუეტები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებაზე აღნიშნა მისი დიდი წვლილი ამ საქმეში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად თავის სახლში გამართულ წვეულებაზე წარმოთქვა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სადღეგრძელოები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ წარმოთქვა სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვრის დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომას დაესწრნენ: დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ოლივერ უორდროპი, საფრანგეთის მისიის წარმომადგენელი ნონანკური, იტალიის წარმომადგენელი გაბბა, საბერძნეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის მისიების წარმომადგენლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით გაიმართა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე.