საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის სტამბა განადგურებული იყო, შვეიცარიის ქართულ სტამბას ბოლშევიკები აკონტროლებდნენ, პარიზში რა მდგომარეობა იყო, არ იცოდა, და იქნებ მას რამე გაეგო მანველიშვილისგან და შეეტყობინებინა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გრიგოლ ფერაძე ფაშისტებმა რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს, დაატუსაღეს, დახვრიტეს და უცნობია, სად დაასაფლავეს.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ ხელში ჩაუვარდა კვინიტაძის შტაბის ოფიცრის, ვალერიან თევზაძის, მოგონება 1921 წლის ომის შესახებ და მისი წიგნად გამოცემა უნდოდა.

1984

ტიპი: ავტორობა

1984 წლის 22 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, სთხოვა, შეეტყობინებინა, როგორ იყვნენ, როგორ ცხოვრობდნენ ალექსანდრე მანველიშვილი და გიორგი ყიფიანი.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოშიმისწერა, რომ იუნკრებზე წიგნი დაწერა და დაბეჭდვა სურდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის სტამბა განადგურებული იყო, შვეიცარიის ქართულ სტამბას ბოლშევიკები აკონტროლებდნენ, არ იცოდა, პარიზში რა მდგომარეობა იყო, იქნებ მას გაეგო რამე მანველიშვილისგან და შეეტყობინებინა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ მუშაობდა ნაშრომზე „საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და აქედან გამომავალი დასკვნები“ და, თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობდა, მალე დაასრულებდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) წერილი „რკინის გზელნი“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 მარტის „დროებაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატია „ზოგიერთი შენიშვნები“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა ვასილ მაჩაბელის წერილი რედაქციისადმი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 მარტის „დროებაში“ კახური ღვინოების გაყიდვის შესახებ სოლომონ კურდღელაშვილის განცხადება დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „დაღესტანი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „უკანასკნელი ნოტების გამო“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იასონ ჯავახიშვილის წერილი „ბამბაკი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ქართლელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „გორის მაზრის სასამართლოების შესახებ“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 მარტის „დროებაში“ მ. ქართველიშვილის სტატია „ზოგიერთი შენიშვნები“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიაში მიწათმოქმედების სამინისტროს რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა ქუთაისის გუბერნიის აგრონომებს შესთავაზა, მომავალი წლის გაზაფხულიდან მემამულეებისათვის ქუთაისის საცდელი მინდვრის ხეხილის, მათ შორის უცხო ქვეყნების ხეხილის, ნერგები შეღავათიან ფასად მიეცათ.

1982

ტიპი: ავტორობა

1982 წლის 12 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ თუ საქართველოდან მიღებულ გაზეთებში დაბეჭდილ წერილებს დაკვირვებით წაიკითხავდა კაცი, სწორი წარმოდგენა შეექმნებოდა იქაურ ცხოვრებასა და ვითარებაზე.

1982

ტიპი: ავტორობა

1982 წლის 12 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ თავის შესაქცევად ხშირად ხატავდა სამშობლოს, მაგრამ პოლონეთში ზეთოვანი საღებავების შეძენა უჭირდა, არ იშოვებოდა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა და ზეთოვანი საღებავებისა და ფუნჯების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

1979

ტიპი: ავტორობა

1979 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში ერთ-ერთ პოლონურ გაზეთს თავისი თარგმნილი ვაჟა-ფშაველას „გოგოთურ და აფშინა“ გადასცა დასაბეჭდად, მაგრამ ტექსტი 4 წლის შემდეგ, 1983 წელს, გამოქვეყნდა.

1982

ტიპი: ავტორობა

1982 წლის 12 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სწერდა, რომ ვარშავიდან 25 კილომეტრში ცხოვრობდა, ჰქონდა პატარა ეზოიანი სახლი, ხეხილი, ჰყავდა 12 თვალი ფუტკარი, ქათმები და ზაფხულობით ბოსტანში მუშაობდა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა და ურჩია, თავისი მოგონებები შეფიცულთა შესახებ ინგლისურად ეთარგმნინებინა და ნაწილ-ნაწილ გაზეთში დაებეჭდა, შემდეგ კი წიგნად გამოეცა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გრიგოლ ფერაძის ბიბლიოთეკა, ათონის ქართული მონასტრიდან ჩამოტანილი ხელნაწერი წიგნები, სამღვდელო მოსასხამი, საბეჭდი მანქანა ქართული, რუსული და ინგლისური ანბანით და მისი სხვა ნივთები რუსულმა ეკლესიამ წაიღო.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ არტემ არონიშიძის ვაჟი ცოლითა და ქალიშვილით პოლონეთში ცხოვრობდა.