რეგისტრირებული ფაქტები19532
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ დავით ავალიშვილთან და მიხეილ გრუზინსკისთან ერთად დაწერა განმარტებითი ბარათი სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის ერთ-ერთი წევრის პასუხად, რომელმაც საყვედური გამოთქვა საიპოთეკო ფურცელების გაცემის შეჩერებაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბანკის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, დროებითი შეჩერება აპრობირებული მეთოდია სხვა ბანკებშიც და კლიენტურის დაკარგვას არ იწვევს.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 1-ელი მარტის შემდეგ ბათუმში დაიბეჭდა კრებული „ჩანგი“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის პოემა „დედა და შვილი“, ლექსები: „გ. აბხ...“, „რა ვაკეთეთ. რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“, ლოცვა“,„ქართლის დედას“, „ნანა“, „ელეგია“,„პოეტი“, „მესმის, მესმის“, „იანიჩარი“, „გახსოვს, ტურფავ..“, „უსულდგმულო ცხოვრება“, „გაზაფხული“, „მას აქეთ, რაკი...“ და თარგმანები: „ბედა მქადაგებელი“, „სტიროდეთ“, „ლოყით მოეპყარ“ და „კართა თანა“.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 13 თებერვალს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (II ნაწილი). ავტორი ძველი ჟურნალებიდან საუკეთესოდ ასახელებს 1863 წლიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალ „საქართველოს მოამბეს“, მაგრამ ამასთანავე აკრიტიკებს, რომ არ ასახავდა ყოველდღიურ ყოფას, არ გამოდიოდა ბატონ-ყმობის წინააღმდეგ და ა. შ. ამიტომაც მისი აზრით, ალმანახს, წერილების კრებულს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე ჟურნალს.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 13 თებერვალს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (III ნაწილი). ავტორის თქმით, გაზეთ „ივერიის“ რედაქტორი ილია ჭავჭავაძე პირველად 1863 წელს დამარცხდა როგორც პროგრესისტი, როცა ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“ გამოსცემდა, შემდეგ კი 1877 წლიდან „ივერიის“ გამოცემით უნდა გაემარჯვა როგორც კონსერვატორს.

