საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33281

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

1919-20 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭაში მოგზაურობის დროს ხოტევის პატარა ეკლესიის ნაგავში XV საუკუნის ზატიკი (საეკლესიო წიგნი) იპოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიურ კრებაზე რ. სალაყაია და მ. ხითარიშვილი გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923-26 წლებში გიორგი ბოჭორიძემ რაჭაში მოგზაურობის დროს უნიკალური საეკლესიო ნივთები შეაგროვა და საქართველოს მუზეუმებს ჩააბარა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიას ხელმძღვანელობით ჭელიშის მონასტერში ათეულობით ძვირფასი ხელნაწერი აღმოაჩინეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 აგვისტოს კაცხის მონასტრის წინამძღოლმა ლავრენტი მეტრეველმა ანტონ ქუთათელს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობაზე გადაყვანა სთხოვა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს მეცნიერმა პრასკოვია უვაროვამ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად რაჭაც მოინახულა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 15 სექტემბერს ჭელიშის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო ამბროსი ხელაია იყო, რაჭის სამღვდელოება შეიკრიბა. სხდომაზე გადაწყდა, შეექმნათ უფასო ბიბლიოთეკები, დაებეჭდათ პატარ-პატარა წიგნაკები წმინდა მამათა და მოწამეთა შესახებ და ხალხში გაევრცელებინათ.

1848

ტიპი: ღონისძიება

1848 წლის შემდეგ მარი ბროსემ რაჭის არაერთი ისტორიული ძეგლი აღწერა და წარწერები გაშიფრა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს სახალხო სახლში ლ. ცაგარლის მიერ თარგმნილი ს. იუშკევიჩის პიესა „ქალაქში“ წარმოადგინეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 15 სექტემბერს ჭელიშის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო ამბროსი ხელაია, რაჭის სამღვდელოება შეიკრიბა. ყრილობა ხალხში განათლებისა და რწმენის გაძლიერების აუცილებლობას ეხებოდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს, ლავრენტი მეტრეველის წინამძღვრად ყოფნის დროს, ჭელიშის მონასტერი დაიხურა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში იოსებ გრიშაშვილმა საიათნოვას ლექსები ცალკე წიგნად გამოსცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბრში არჩილ ფარესიშვილმა ჟურნალ „ბურნუთის“ გამოცემის უფლება მიიღო.

1833

ტიპი: ღონისძიება

1833 წელს, რაჭაში მოგზაურობის დროს, დიუბუა დე მონპერემ ბევრი არქიტექტურული ძეგლი აღწერა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს თეოფილე კეკელიძის თავმჯდომარეობით ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიური კრება გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს სახალხო სახლში ტრიფონ რამიშვილის პიესა „მეზობლები“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა ვ. მორავსკიმ, ი. მოვსესოვმა და სხვ. ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ათ-ათი შაური შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა – მ. ნ. ჩილოვისამ, ა. სტეფანოვმა, გ. ს. სურკოვმა, კ. გორშკოვისამ და სხვ. – ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ათ-ათი შაური შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა – ა. დიდზურაბოვმა, მ. ა. წინამძღვროვისამ, გ. ქადაგიშვილმა, ი. ხვადაგაძემ, მ. დიდებულიძისამ, მ. ხოშტარიამ და სხვ.– ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ათ-ათი შაური შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს ახალი კლუბის შენობაში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომა. კრების თავმჯდომარედ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული აირჩიეს.