რეგისტრირებული ფაქტები32687
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნულ ყრილობას მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა ოსების ეროვნულმა კრებამ. ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე კოჩენოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნულ ყრილობას მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნეს სამტრედიის ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომლებმა. დეპეშას ხელს აწერს ილარიონ კურტანიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მარტში სამხედრო სექციამ ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 18 მარტს დანიშნულ ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო სექციას უნდა წარედგინა ანგარიში ჩატარებული სამუშაოს შესახე. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მარტს ეროვნულმა საბჭომ ქართული ჯარის კორპუსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართული ჯარის კორპუსმა უნდა წარადგინოს ანგარიში ჯარისა და თავდაცვის მდგომარეობის შესახებ. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნების დებულებას ხელს აწერდა ნოე ჟორდანია. დებულებაში განსაზღვრულია, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მარტს სამხედრო სექციამ ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სექციის წევრები – ვლადიმერ გობეჩია, ნიკოლოზ ქარცივაძე, ევგენი როგავა და პავლე საყვარელიძე – უდროობის გამო სექციის კრებას ვერ დაესწრებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 აპრილს თავდაცვის კომიტეტმა ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 20 000 მანეთი სამხედრო საჭიროებისათვის უნდა გადაეცათ ქართული დივიზიის უფროსის, პოლკოვნიკ ვასილ კარგარეთელისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 აპრილს ქუთაისელმა ჯარისკაცმა მელიტონ არჯევანიძემ ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საავადმყოფოში მყოფი დაჭრილი ჯარისკაცები და ოფიცრები ლიტერატურით (ჟურნალ-გაზეთებით) მომარაგებას ითხოვდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 იანვარს ბათუმის კომენდანტმა ჰაიდარ აბაშიძეს ქალაქში ცხოვრება აუკრძალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის ბანკის გამგეობას 50 000 მანეთის ორი თვის ვადით სესხების თაობაზე. ხელს აწერს კონსტანტინე მესხი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ვეშაპელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გამოიკვეთა მობილიზაციის შესახებ პარტიული პროპაგანდის გავრცელების აუცილებლობა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 12 ივლისს გიორგი კოვალიოვზე თავდასხმის გამო ნაცემი ლევან ხერხეულიძე მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 თებერვალს უკრაინაში არსებულმა ქართულმა სამხედრო კომისარიატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და წარუდგინა კომისარიატის წევრების სია: ალექსანდრე სვანიძე, შალვა რამიშვილი, პოლკოვნიკი ავალიშვილი, ვლადიმერ ჩახავა, გ. მამალაძე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში მეტეხის ციხეში გადმოყვანილ თევდორე კიკვაძეს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმად, მას მისჯილი ჰქონდა რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიაში გადასახლება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ვეშაპელის თანმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს პროექტი სახალხო მილიციის დაარსების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის მოხსენება სადაც აღნიშნულია, რომ სოფლის მოსახლეობას ხაზინაში არ შეაქვს გადასახადი, რის გამოც ზარალდება სახელმწიფო. ეროვნული საბჭო ვალდებულია თითოეულ ოჯახს დააკისროს ვალდებულება ყოველთვიურად 10 თუმანი შეიტანოს ხაზინაში. ხელს აწერს მდივანი ბარნაბა გამსახურდია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ფინანსური სექციის მდივანს, ბარნაბა გამსახურდიას 1-ელი აპრილიდან დაენიშნა გაზრდილი ხელფასი თვეში 500 მანეთის ოდენობით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო დარგის მოსამსახურე აგრონომ-სპეციალისტთა კავშირის გამგეობამ ინტერპარტიულ საბჭოს წერილი გაუგზავნა ეროვნულ ყრილობაზე თავის წარმომადგენლად ლავრენტი ქიქოძის დანიშვნის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გრიგოლ მაღალაშვილმა და ალექსანდრე მიქაბერიძემ ისაუბრეს უნივერსიტეტის მხრიდან ვალების დაფარვის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ გაიყიდებოდა მათი ქონება, კერძოდ, განის ქუჩაზე მდებარე სახლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 იანვარს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციას, სექციის მუშაობის შესახებ მოკლე ანგარიშის წარმოდგენის თაობაზე. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე კანდელაკი; ესწრებოდნენ: იასონ ლორთქიფანიძე, კონსტანტინე მესხი, ვარლამ ბურჯანაძე, სპირიდონ ვირსალაძე. სხდომის მდივანი – ბარნაბა გამსახურდია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 თებერვალს უკრაინაში არსებულმა ქართულმა სამხედრო კომისარიატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და წარუდგინა კომისარიატის წევრების სია: ალექსანდრე სვანიძე, შალვა რამიშვილი, პოლკოვნიკი ავალიშვილი, ვლადიმერ ჩახავა, გ მამალაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 დეკემბერს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრს, იოსებ ბარათაშვილს, რომლის თანახმადაც ის უნდა დასწრებოდა უკრაინის სამხედრო რადას კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ნიკოლოზ თარხანოვმა და ლეონ თუმანოვმა ისაუბრეს პოლიტპატიმრის, ბუდუ მდივნის შესახებ, რომელიც ბრალდების გარეშე იყო დაპატიმრებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ახმეტელმა ისაუბრა თბილისში უცხო ქვეყნის შეიარაღებული რაზმის არსებობის შესახებ.

