საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს საწვავის რაიონული ორგანიზაციების დროებითი ბიუროს წევრებად აირჩიეს: ვ. ე. კლასენი, მ. ვ. კირპიჩევა, ს. გ. პეტრაშკევიჩი, ვ. პ. ტიმოშენკო, ლ. კ. ნასტევა, ა. ვ. ნოვაკი, ვაჭრობისა და წარმოების მინისტრი ს. ნ. პროკოფოვიჩი, მთავარმმართველი კ. ვ. კირში და მისი მოადგილე ს. ვ. ბერნშტენ-კოგანი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ სრულიად რუსეთის საბჭოს რაიონულ და სპეციალურ ორგანიზაციათა შეხვედრაზე ვ. ე. კლასენმა წაიკითხა მოხსენება ხის საწვავის წარმოების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ სრულიად რუსეთის საბჭოს რაიონულ და სპეციალურ ორგანიზაციათა შეხვედრაზე ვ.პ. ტიმოშენკომ წაიკითხა მოხსენება ნავთობწარმოების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ სრულიად რუსეთის საბჭოს რაიონულ და სპეციალურ ორგანიზაციათა შეხვედრაზე პ.მ. შოხმა წაიკითხა მოხსენება ნახშირის მონოპოლიისა და მიმდინარე ცვლილებათა შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ სრულიად რუსეთის საბჭოს რაიონულ და სპეციალური ორგანიზაციათა შეხვედრაზე ლებედევმა წაიკითხა მოხსენება ნავთობწარმოების ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდების საკითხზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ სრულიად რუსეთის საბჭოს რაიონულ და სპეციალურ ორგანიზაციათა შეხვედრაზე ვ.ე. კლასენმა წაიკითხა მოხსენება დროებითი ბიუროს მდგომარეობისა და ფინანსური საკითხის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა სრულიად რუსეთის საბჭოს რაიონული და სპეციალური ორგანიზაციების შეხვედრა, რომელზეც კ.ვ. კირშმა წაიკითხა მოხსენება ორგანიზაციის მდგომარეობისა და წარმოების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა წინაწარი ნავთობის სრულიად რუსეთის საბჭოს რაიონული და სპეციალური ორგანიზაციების პროგრამა. მოხსენებებით გამოვიდნენ: კ. ვ. კირში, ვ. ე. კლასენი, ლებედევი, პ.მ. შოხი, ვ. პ. ტიმოშენკო, მ. ვ. კირპიჩევა, ს. გ. პეტრაშკევიჩი, ვ. პ. ტიმოშენკო, ლ. კ. ნასტევა, ს. ნ. პროკოფოვიჩი, ს.ვ ბერნშტენ-კოგანი.

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ნოემბერში განსაკუთრებულმა საგამოძიებო ცენტრალურმა სამმართველომ ამიერკავკასიის სამხედრო წარმოების შესახებ 1 სექტემბერს აიღო თავის საწარმოს "ქვანახშირის" ტყიბულის სამთოწარმოების შესახებ მასალა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ დაუშვა შეცდომები, რასაც შეეძლო მომავალში გამოუსწორებელი შედეგები ქონოდა . კომისია მიიჩნევდა ჩატარებულიყო დეტალური გამოკვლევა. რის გამოც რაიონული კომიტეტის წარმომადგენლად დაინიშნა ინჟინერი ნ.ნ. ანდრეევი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნ. ნ. ანდრეევი დაინიშნა რაიონული ნავთობის კომიტეტის კომისიის წევრად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ოქტომბერს ერობათა კავშირმა ბაქოდან საფოსტო წერილი მიიღო. იუწყებოდნენ, რომ ნავთობთან დაკავშირებული საკითხი საჭიროებდა დროულად მოგვარებას, რათა ქვეყანა მოსალოდნელი შიმშილისგან გადარჩენილიყო. ამის გამო უნდა დანიშნულიყო სასწრაფო შეხვედრა ცენტრალურ ორგანოში, სადაც ყველა ერთად მიიღებდა გადაწყვეტილებას. სხდომის ჩატარების სავარაუდო დღედ დაინიშნა 10 ნოემბერი, პეტროგრადი. წერილს ხელს აწერენ დროებითი ბიუროს განსაკუთრებული ყრილობის თავჯდომარე კირაში და მდივანი ა. კლეინერმანი.

ტიპი: ავტორობა

ამიერკავკასიის საქარხნო კრებაზე დ.გ აბხაზმა გააკეთა მოხსენება. მისი თქმით , პოლიტიკურ მოწყობასთან იდგა ეროვნულ-სამეურნეო მდგომარეობის დარეგულირების საკითხი. ანარქიისა და ეკონომიკის ნგრევის ტალღამ ჩაითრია ამიერკავკასიაც. საჭირო იყო მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბება და სახელმწიფოს ეკონომიკური ორგანოს შექმნა, რომელიც გადაიდო პოლიტიკური მდგომარეობის გამო. საჭირო იყო შექმნილიყო ძლიერი ერთიანი კავშირი , რისთვისაც აბხაზი კომიტეტს თავაზობდა 1) მივესალმოთ დროებით სახალხო მთავრობის გაჩენას და აღმოვუჩინოთ ერთიანი მხარდაჭერა. 2) სახელმწიფო მდგომარეობამდე ვცნოთ საერთო სახელმწიფო მდგომარეობა რაიონული კომიტეტების შესახებ. სარაიონო გაერთიანების ორგანო ეროვნულ- სამეურნეო ცხოვრების რეგულირების შესახებ( ამიერკავკასიის დროებით რაიონულ- ეკონომიკური კომიტეტი)

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა ამიერკავკასიის საქარხნო კრება, რომელზედაც მოხსენება გააკეთა დ.გ აბხაზმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 და 15 ოქტომბერს მოსკოვში მოიწვიეს სხდომა, რომელზეც უნდა წაეკითხათ მოხსენებები ნავთობმომარაგების მდგომარეობის შესახებ. სხდომაზე მიწვეული იყო ამიერკავკასიის სამხედრო წარმოების წარმომადგენელი სერგო ფეოდორის ძე ზავალიჩინი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 მარტს გამართულ ნავთობის ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის სხდომაზე პ. ი. სანიცკის აზრს დაეთანხმა დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი, რომელიც აუცილებლად მიიჩნევდა კომიტეტი დარჩენილიყო სახელმწიფოებრივ ორგანოდ, როგორც მანამდე იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

ნავთობის ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის წარმომადგენელმა კ.ი. სანიცკიმ 1918 წლის 28 მარტს ჩატარებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ვაჭრობისა და წარმოების მინისტრის 16 მარტის დადგენილება იყო ბიუროკრატიული ქმედება, რაც სამთო განყოფილებას განადგურებამდე მიიყვანდა. ადგილობრივი ქვანახშირი ჯერ კიდევ არ იყო მორგებული ფართო მასებზე და არც ყველა სახეობა იყო საკმარისად გამოკვლეული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 მარტს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტის სხდომა. სხდომის თავმჯდომარე იყო მ. მ. ბრაილოვსკი, მოადგილე – მიხეილ ანდრონიკოვი, ესწრებოდნენ: კ. ი. სანიცკი, დიმიტრი აბხაზი, ლ. მ. გულიევი. სხდომაზე განიხილეს ვაჭრობისა და წარმოების მინისტრის 16 მარტის დადგენილება ნავთობის შესახებ, ასევე ნავთობის რაიონული კომიტეტის ლიკვიდაციისა და არსებული ორგანოს ორ განყოფილებად გაყოფის საკითხი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერი ნ.ს. მატვეევი იყო განსაკუთრებული სამმართველოს საქმეთა მმართველი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერ მ.ბ. მაქსიმოვს ეკავა კავკასიის ცელკეული სარკინიგზო ბრიგადის უფროსის თანამდებობა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ს. ფ. ზავალიჩინს სამხედრო რაიონული წარმოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გენერალ ს. ს. დურნოვს საქარხნო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერ მ. ა. ოგანეზოვს ეკავა თხევად ნავთობზე რაიონის უფლებამოსილის თანამდებობა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერ დ. კ. ანდრეევს ეკავა რაიონის უფლებამოსილის თანამდებობა მყარ ნავთობზე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნ. ს. ბალბაშევსკის ეკავა სამხედრო შეტყობინებების სამმართველოს სამხედრო ინჟინერის თანამდებობა.