რეგისტრირებული ფაქტები72468
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე ჯიშკარიანი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს ფეფე ნარიმანის ასულმა ამაშუკელმა, ელენე ელიზბარის ასულმა ამაშუკელ-წერეთელისამ, ოლიმპია კაცოს ასულმა ამაშუკელმა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი იონა წიგნაძე საკუთარი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ეკატერინე შიუკაშვილი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების შტატგარეშე მოხელედ დანიშნეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი ნოე კახიანი იმავე განყოფილების მე-6 ხარისხის მოხელედ დანიშნეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, მიხაილოვის ქუჩა N 149-ში, ი. ა. გოკიელოვი იღებდა კანისა და ვენსნეულებათა, შინაგანი ორგანოების და ნერვოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს დილის 9-12 და საღამოს 5-8 საათამდე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 1-ელ ივნისს მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე ქუთაისში სამრევლო სკოლების მასწავლებლებისთვის დაარსებულ კურსებზე გალობის მასწავლებლად მიიწვიეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დუშეთის მიმდებარე ტყეში დაკრეფილმა შხამიანმა სოკომ შტაბსკაპიტან ა. გ. ლონგინოვისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე შეიწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ალის სამკითხველოს იაგორ სუხიევმა, სოლომონ მამეკიშვილმა და გრიგოლ ჩერექოვმა თანხა შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიაკონმა მირიან ომანიძემ სოფელ ალის სამკითხველოს მანეთნახევრის ღირებულების წიგნები შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ალის სამკითხველოს მღვდელმა ალექსი კევლიშვილმა, გრიგოლ აბაიშვილმა და ალექსი გელაშვილმა თანხა შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის მახლობლად ტყის მცველებმა კეტებით სცემეს და დაჭრეს 60 წლის საბა გოგავა, რომელიც საღორიის ტყეში მის მიერ შძენილი რამდენიმე საჟენი შეშის წასაღებად იყო მისული.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოჩამჩირის სკოლის ყოფილი ზედამხედველი ბ. ხარავა სასოფლო რუსული სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ასკანას მამასახლისი ბ. ს. ჭეიშვილი, გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის გამგედ აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩოხატაურის ბოქაულად ბ. ქელბაქიანის დანიშვნის შემდეგ დაბაში საგრძნობლად შემცირდა ქურდობის, ყაჩაღობისა და აზარტული თამაშების შემთხვევები.