რეგისტრირებული ფაქტები72423
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1845
ტიპი: თანამდებობა
1845-49 წლებში ნიკოლოზ საბას ძე აბზიანიძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1891
ტიპი: გარდაცვალება
1891 წლის 17 ნოემბერს ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ზაქარია სიმონის ძე შვანგირაძე გარადიცვალა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849-91 წლებში ზაქარია სიმონის ძე შვანგირაძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 აგვისტოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის, თავად დავით მელიქიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურთა კომისიის კრება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელი პოლკოვნიკი ივანე სვეჩინი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ფოთის ფოსტა-ტელეგრაფის უწყების ფოსტალიონი თომა ეჯიბაია ახალი სენაკის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში გადაიყვანეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 აპრილის „დროებაში“ კავკასიის არმიის მთავრსარდლის თანაშემწის დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის განკარგულების შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანის წიგნი „იმერლები თბილისში“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, გორის თვითმმართველობის გამგეობის სხდომაზე ქალაქის სამმართველოსთვის გასავლის შემცირების შესახებ ი. ელიმირზოვის წინადადებას განიხილავდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ლი აპრილის „დროების“ ცნობით, დათა ლოლაძე და ოქრუა გავაშელიშვილი სოფელ ღვანკითში ეკლესიის მშენებლობის საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ლი აპრილის „დროების“ ცნობით, საზაფხულო თეატრში დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილ დრამას „ვენეციელ ვაჭარს“ წარმოადგენდნენ.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, სერაფიმოვიჩი ზაქათალის მაზრის უფროსი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, ივანე მირზოევის ფაბრიკა დანადგარის გაფუჭების გამო ერთი თვე ვერ ფუნქციონირებდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, მტკვრის ადიდების გამო ვაჭარ კასუმოვის პორომი ვეღარ გადაადგილდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, იასონ ლუკას ძე კაპანაძის აზრით, ქართველებს რუსული ენა სმირნოვის და კიუნერის სახელმძღვანელოებით უნდა ესწავალათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 მარტის „დროებაში“ ექიმ კუჭავას წინასწარმეტყველების შესახებ ვრცელი სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 მარტის „დროების“ ცნობით, ექიმი რეიხი მხედველობის შესახებ ლექციას წაიკითხავდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 მარტის „დროების“ ცნობით, ვარაპაევი ფონოგრამის შესახებ ლექციას წაიკითხავდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 მარტს თბილისში დაბრუნდა მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი, რომელსაც ქალაქის თავი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი დახვდა.