რეგისტრირებული ფაქტები19532
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პ. ცხვილოელი (პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი) იუწყება, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა მის მიერ აღმოჩენილი 4 სიიდან ერთი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში ინახება და დავით რექტორის კალამს ეკუთვნის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდილ დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტურ წერილში „სოციალ-დემოკრატი“ განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, ყველანაირი სმირნოვები, პოპოვები, გეპშტეინები და მათი მსგავსი ჟურნალისტები მოურიდებლად უთხრიდნენ ძირს არა მარტო საქართველოს მთავრობას, არამედ მის დამოუკიდებლობასაც.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, ყველანაირი სმირნოვები, პოპოვები, გეპშტეინები და მათი მსგავსი ჟურნალისტები მოუირდებლად უთხრიდნენ ძირს არა მარტო საქართველოს მთავრობას, არამედ მის დამოუკიდებლობასაც. ჭიაბროვის აზრით, „ქართული დემოკრატიის დიდი გულშემატკივრის“ პოპოვის „დიდი ხანია დროას“ გარდა ამის ნათელი დადასტურება იყო სმირნოვის ნაწარმოები „Quo vadis Iberia”, ესენის ამავე სახელწოდების თხზულება, ვინმე გ-ს „ბედნიერი არკადია“.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, დიდი ხანია დრო იყო ყურადღება მიექციათ საქართველოს წინაამღდეგ ამ გაზეთის მეშვეობით მებრძოლი სოციალ-დემოკრატებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, გაზეთის მწერლებს არა დემოკრატია, არა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, არა რევოლუცია, არამედ სწორედ მკაფიოდ გამოხატული შოვინიზმი ასაზრდოებდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი წერდა, რომ საქართველოს მთავრობაში სურსათის სამინისტროს გაუქმებაზე ფიქრობდნენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა და ამის გაკეთება დიდი ხანია უპრიანი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი გამოთქვამდა აზრს, რომ ზოგიერთების პოლიტიკაში წასვლის შემდგომ სწორედ სურსათის სამინისტროს ადგილას არსებულ საზოგადოებრივ სასურსათო ორგანიზაციებში იყო თავმოყრილი ყველანაირი ქმედითი ძალა, რაც კი ქვეყნის მოსახლეობაში იყო დარჩენილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი მკაცრად აკრიტიკებდა პოპოვის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, ყველაზე ახლომხედველი ადამიანიც კი შეამჩნევდა იმ ზარალს, რაც ამ ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყანას ადგებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი მკაცრად აკრიტიკებდა პოპოვის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, ამ ორგანიაზაციებმა თავისი საქმე ყველაზე უბადრუკ, ქაოტურ მდგომარეობაში გადააბარეს სურსათის სამინისტროს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, ეს სტატია ისევე როგორც „სოციალ-დემოკრატში“ სხვადასხვა დროს დაბეჭდილი რიგი სტატიებისა, ამ გაზეთის ძირითადი, შოვინისტური მოტივების ცალკეულ ვარიაციებს წარმოადგენდა.

