რეგისტრირებული ფაქტები19740
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, უკვე აწყობილი პარტიის განადგურება, ექსპერიმენტირება და ახლის შექმნა შიმშილის ახალი, მოსალოდნელი ტალღის გათვალისწინებით ნამდვილი დანაშაული იქნებოდა და ეს მხოლოდ პოპოვისნაირების გულს თუ გაახარებდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია მიწათმფლობელებისა და ბურჟუაზიის კლასის წარმომადგენლებს პოლიტიკურ გვამებად მოიაზრებდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია გლეხობას რეაქციონერულ ელემენტად თვლიდა და აუცილებლობად მიიჩნევდა მისი მუშათა კლასისთვის დაქვემდებარებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია ერთადერთი იყო, ვინც ხედავდა მუშათა კლასის მზაობას, ჩაებარებინა სახელმწიფოს მართვის სადავეები.

