საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33281

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეს მელიქ ბეგლიაროვი იძიებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეზე ეფემია ზუევი დაკითხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეზე სტეფანე ავთანდილოვი დაკითხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეზე ესტატე ჭიაბეროვი დაკითხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას გვამი ესტატე ჭიაბეროვმა იპოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეზე დ. ანჩაბაძის ჩვენება წაიკითხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეზე გაბრიელ ჩარახჩიანი დაკითხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 მარტის „დროებაში“ ანდრეი მრევლოსვის ნოტების შესახებ მ. მაჭავარიანის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეზე ანდრია კაპანაძე დაკითხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას ექსპერტიზასთან დაკავშირებით დასკვნა წარადგინეს ექიმებმა: გლავიცკიმ, ბლიუმბერგიმ, გარალევიჩმა და პავლოვსკიმ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მ. დელამურეს მიერ შექმნილი გონორეის წამლის, „რაპიდის“ შეკვეთა თბილისში, ლორის მელიქოვის №16-ში, კ. აკოპიანთან შეიძლებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ქაშვეთის ეკლესიაში კოტე მესხის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს პანაშვიდი გადაიხადეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში 12-კაციანი დასი ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით საგასტროლოდ პროვინციაში გაემგზავრა, უნდა წარმოედგინათ „მუშის პატიოსნება“ და „ოჯახის გაუბედურება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში გ. ღვინიაშვილს თბილისში კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, რის შემდეგაც იტალიაში უნდა გამგზავრებულიყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კონსტანტინე ბალმონტს უკვე ნათაგმნი ჰქონდა „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი, 16 ტაეპი და თამარა როს. ყანჩელისას გამოუგზავნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 ივნისს ნიკოლოზ გვარაძემ, იოსებ ჟივიძემ და ნიკოლოზ ჩაგუნავამ სარიყამიშში პირველი ქართული წარმოდგენა გამართეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის სექტემბერში კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი რამდენიმე დღით ბორჯომში გაემგზავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ა. გ. მირზაშვილის სასწავლებელმა და პანსიონმა გამოაცხადა მიღება. სწავლა დაიწყებოდა სექტემბერში. ბავშვებს იღებდნენ გიმნაზიის, რეალური და კომერციული სასწავლებლებისათვის მოსამზადებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში დაინიშნა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის გამოსაცდელი სპექტაკლები, წარმოადგინეს ვალერიამ გუნიას მიერ რუსულიდან გადმოკეთებული კომედია „პირველი ბუზი" და ივანე მაჩაბლის ორმოქმედებიანი კომედია „ადვოკატი მელაძე".

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმის სასამართლოს მეოთხე სხდომაზე პეტრე უმიკაშვილი დაკითხეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის კანცელარიაში გადაიხადეს ახლად გარდაცვლილი ინსპექტორის, ვიქტორ გეევსკის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლაში გამართული კავკასიის გამოფენის კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე იყო გამოფენის კომისარი ივანე ანდრონიკაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 2 სექტემბერს ოზურგეთში აკურთხეს ახალგაზრდა ქალის, ნადეჟდა ბოლქვაძეს ინიციატივით ახლახანს დაარსებული ქალთა გიმნაზია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ნანობაშვილი პარიზის „გრანდ ოპერაში“ მღეროდა და დრამატული ტენორის პარტიებს ასრულებდა. ის ოპერა „ჰუგენოტებში“ რაულის პარტიის საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნეოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს (მინისტრი ნოე ხომერიკი) ცნობით, რაჭის, ქუთაისის, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები სათესლე მასალის (1 მილიონი ფუთი) უქონლობას განიცდიდა.