რეგისტრირებული ფაქტები33281
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ს. დვალის ბოროტმოქმედების შესახებ გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი წერეთელი სურათებიანი ჟურნალის გამოცემისთვის ნებართვას პეტერბურგიდან ელოდებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ბრიჩკინმა წარადგინა თავისი გაკეთებული კალათები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 დეკემბრისთვის დაინიშნა პასუხისგებაში მიცემული თბილისის ყოფილი მოურავის, გარდაცვლილი
გიორგი ევანგულოვის, გამგეობის ყოფილი წევრების – არღუთინსკის, ა. ა. ივანენკოსა
და გამგეობის წევრ ევგრაფ ხოსროევის – სასამართლო საქმე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აგვისტოში ხაშურის საზოგადოებამ დაადგინა, გვირგვინით შეემკო ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ცხედარი და დაკრძალვაზე წარმომადგენლად მთავარდიაკვანი იოსებ კვალიაშვილი გაეგზავნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 17 ივლისს ქარელში ნატალია გაბუნია უკანასკნელად გამოვიდა სცენაზე, ითამაშა სპექტაკლში „ხანუმა“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს 23 ოქტომბერს სამეურნეო საზოგადოების ოთახში გაიმართა მეურნეთა კრება ფ. ა. შიმანოვსკის თავმჯდომარეობით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, კალმახელიძემ ბათუმის ზღვის დიდი ნაპირი უსამართლოდ მიითვისა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, ფერანმა ხოლერას საწინააღმდეგო წამალი გამოიგონა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, ანტონ რუბინშტეინი სექტემბერში თბილისს ესტუმრებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, გაზეთი „თეატრი“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, გაზეთი „თეატრი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, გორის მაზრის წინამძღოლად ივანე სულხანიშვილის არჩევა სურდათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს სამოსწავლო ოლქის ინსპექტორი ლოპოტინსკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება. კრებაზე კავკასიის განყოფილების საპატიო წევრებად აირჩიეს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი, მისი თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე, საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე, სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩი და გრაფი ალექსეი უვაროვი.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს დავით ერისთავის მიერ გადაკეთებულ პიესაში „გეო, მინას და კომპანია“ მონაწილეობის მისაღებად ნატალია გაბუნია მამამ თბილისში ჩამოიყვანა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს ნატალია გაბუნიამ გორის სცენაზე სუნდუკიანცის „ხათაბალაში“ ხამფერას როლი შეასრულა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის ძეგლის ასაგებად ხელმოწერები მიიღებოდა თბილისის გამგეობაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა ქუთაისში მოსამზადებელი სასწავლებლის გახსნას აპირებდა.

