საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33281

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო წარმოებათა გამოფენაზე აღაბალა გულიევმა თავისი წარმოების ფქვილი გაიტანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნავთის მრეწველებმა პავილიონისთვის 10 საჟენ სიღრმეზე გათხარეს მიწა, სადაც აღმოჩნდა კარგი ჭის წყალი. იაკობ მედვედევმა ნავთის მწარმოებლებს თხოვნით მიმართა, საბაღოსნო სკოლისთვის უფასოდ დაეთმოთ ის რკინის მილები, რომლებსაც წყლის ამოსაღებად ხმარობდნენ, რათა სკოლას შეძლებოდა ჭის წყლით ბაღის მორწყვა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში ქვიტირში წარმოადგინეს სპექტაკლი „არსენა“ წარმოადგინეს ქუთაისის დრამატული დასის მსახიობის, ალექსანდრე ყალაბეგაშვილის მონაწილეობით სპექტაკლი. შემოსავალი ღანირის სამკითხველოს მოხმარდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 1-ელ აგვისტოს ბანძაში ქუთაისელი მსახიობის, პლატონ ჩიქვინიძის მონაწილეობით ადგილობრივმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარლის პიესები „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ჭკუისა მჭირს“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 8 აგვისტოს ჭიათურაში ნინო დავითაშვილის მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „ზღვასთან“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში პატარა ჯიხაიშში ქუთაისის დრამატული დასის მსახიობის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის მონაწილეობით დადგეს სპექტაკლი „და-ძმა“. შემოსავალი ადგილობრივ სამკითხველოს მოხმარდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ნ. რატიანი, მ. არხიპოვისა, ნ. წულუკიძე, ა. ჭავჭანიძე და ვ. ბახტაძე ხონის დასის სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ვარლამ ხუროძემ რუსულიდან თარგმნა ა. შვარცის პიესა „ყოფაქცევის ნიშანი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება, რომლის ხაზინადრად კავკასიის მუზეუმის დირექტორის თანაშემწე მილლერი აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქის გამგეობის მეოთხე წევრად ტ. ა. ენფიანჯიანცი აირჩიეს 28 ხმით 6-ის წინააღმდეგ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გამართულ მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილების პირველ სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული არქეოლოგიური ნაშთების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ევგენი ზემელის ქარხანამ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე წარადგინა სხვადასხვანაირი წყალი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე კაზაკოვმა და ა. რადიონოვმა წარადგინეს ნალები და ნალების დასაჭედი იარაღები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. ა. ვაინერმა წარმოადგინა თავისი გამოგონილი გალვანური ელემენტები, ელექტრონის ზარები და სხვა ნაკეთობები.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ნატო ჯავახიშვილი და თამარა გოგოლაშვილი ხონის დასის მიწვეული წევრები იყვნენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 ივლისის „დროების“ ცნობით, ვლ. აბრამიშვილს არაგვისპირში სკოლის გახსნა სურდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 ივლისის „დროების“ ცნობით, თეიმურაზ ბაგრატიონის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 ივლისს იონოვიჩი ყარსში იმყოფებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 14 ივლისის „დროების“ ცნობით, დელივრონი კავკასიაში მცენარეებისა და მოლუსკების შესასწავლად ჩამოვიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივლისის „დროების“ ცნობით, ალხაზოვს და აგაპოვს თბილისისა და კოჯრის დამაკავშირებელი გზის პროექტზე უნდა ემუშავათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივლისის „დროების“ ცნობით, ციციშვილი გორში ხე-ტყით ვაჭრობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკი ქართველი პოეტების ლექსებს რუსულ ენაზე თარგმნიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, ს. გონჩაროვის სასამართლო პალატის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ მომრიგებელ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა გადაწყდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის მიერ გამართულ წარმოდგენაზე, რომელიც წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის სასარგებლოდ გაიმართა, დამსწრე საზოგადოებამ შეწირულობის სახით 500 მანეთამდე თანხა გაიღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის შიდა მრეწველობის გამოფენაზე ე. ი. იაკობმა წარადგინა თავისი ნაქარგი სუფრა, ხელსახოცები და სხვა ნაქარგობები.