რეგისტრირებული ფაქტები19819
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 25 ივნისს გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი ერნსტ ლეიდენი აღძრავდა საქმეს „ივერიის“ რედაქტორის ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. მისი უკმაყოფილება გამოიწვია პუბლიკაციამ, რომლის მიხედვით, თბილისში ვიზიტის დროს ექიმი ლეიდენი პაციენტებს თანხაზე ევაჭრებოდა და ერთ-ერთი მათგანი კონსულტაციის გარეშე დატოვა. ექიმის თქმით, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და პუბლიკაცია ცილისწამება იყო.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა კირილე ლორთქიფანიძეს, რომ თანდართული სიის მიხედვით შეეგროვებინა საწევრო გადასახადები და დაეზუსტებინა, ხომ არ იყო სიაში ისეთი პირი, რომელსაც აღარ სურდა საზოგადოების წევრობა.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა საზოგადოების დამხმარე წევრს საჩხერეში ბეჟან წერეთელს მის მაზრაში საწევრო გადასახადების დროული აკრეფის, ცალკეულ წევრთა მისამართების დაზუსტებისა და სააგენტო დავთრების გადაგზავნის თხოვნით.
1861
ტიპი: ავტორობა
1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მხარდამჭერთა ორი წერილი, ორივე „თერგდალეულის“ ხელმოწერით – კირილე ლორთქიფანიძის „წიგნი მიწერილი რედაქტორთან ექვთიმე წერეთლისა“ და სამსონ აბაშიძის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ".

