საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1985

ტიპი: ღონისძიება

1985-1991 წლებში საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა „ცივი ომი“, ამასთან დასრულდა კომუნისტური პარტიის ჰეგემონიაც და საბჭოთა კავშირი დაიშალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 დეკემბერს თბილისის გამგეობის დარბაზში გამართულ თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიისა და ქალაქის გამგეობის გაერთიანებულ კრებაზე განიხილეს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ ზავადსკის წინადადება თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ნაკლულოვანებათა გამოსწორების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 დეკემბერს, სომეხი მწერლის, ღევონდ ალიშანის გარდაცვალების 40 დღის თავზე, კათოლიკეთა პეტრე-პავლეს ტაძარში ჩატარდა წირვა და პანაშვიდი, რომელსაც ბევრი ადამიანი დაესწრო.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს გიორგი ლეონიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1924 წლებში ალექსანდრე ბადურაშვილი მონაწილეობდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 თებერვლის „დროების“ ცნობით, კავკასიის მთავარმმართებლის ინციატივით ხორასნის მაზრის გამოსაკვლევად გუსტავ რადე, სმირნოვი და კონშინი გაგზავნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 მარტის „დროების“ ცნობით, ლევან ჟღენტმა ასკანის სკოლის ბაღს სხვადასხვა ყვავილის ნერგი აჩუქა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 იანვარს საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელ ალექსანდრე ბეკზადიანის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა წინადადება, სადავო საკითხების გადასაჭრელად სომხეთში საგანგებო დელეგაცია გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 მარტს გენერალ ტერ-ასატუროვის სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 მარტს ცხინვალში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში ნატო გაბუნია-ცაგარლისა, დავით გამყრელიძე, ნიკოლოზ ერისთავი, სოფრომ მგალობლიშვილი და ალექსანდრე ჩოფიკაშვილი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილისა და ანდრია ღულაძის საქმეს დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი იოსელიანი და ვასილ ყიფიანი მედიატორობდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოზურგეთის კომერციული ბანკის, „ოზკომბანკის“ საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებდა, რომ ბანკის აქციებზე ხელმოწერა დაიწყო 5 იანვრიდან და გაგრძელდებოდა 30 იანვრამდე. ხელმოწერები მიიღებოდა: ოზურგეთში − საურთოერთო ნდობის საზოგადოების ბანკში, ქუთაისში − დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ფოთში − აქციონერულ სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ბათუმში − კონსტანტინე სიკოს ძე ტუღუშთან და ივანე დავითის ძე გოთუასთან, ლანჩხუთში − თეოფანე პეტრეს ძე სიხარულიძესთან, ჩოხატაურში − ფიადორ ბიჭიას ძე ჩხიკვიძესთან და მასიკო ნიკოლოზის ძე ცინცაძესთან.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 თებერვალს სოფელ ქვეშეთის პრისტავმა ბერიძემ მლეთაში თბილისიდან გამოქცეული 3 ავაზაკი დაიჭირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 თებერვალს თელავში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ ღონისძება გაიმართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 იანვარს სახელმწიფო ოპერის თეატრში მუსიკოსების, ბოროვსკისა და ბელოუსოვის მონაწილეობით სიმფონიური კონცერტი გაიმართებოდა.

1989

ტიპი: ღონისძიება

1989 წელს გივი ჟორდანიას ამერიკიდან დაბრუნებისას სან-ფრანცისკოდან საქართველოში უნდა წამოეყვანა ალექსანდრე სულხანიშვილი და ვახტანგ ჯობაძე, მაგრამ 9 აპრილის მოვლენების გამო მათი წამოსვლა გადაიდო.

1989

ტიპი: ღონისძიება

1989 წლის მაისში ალექსანდრე სულხანიშვილმა დაწერა ყველაფერი, რაც გიორგი ბერბიჭაშვილის დაკითხვის შესახებ იცოდა, და სან-ფრანცისკოდან ტენისის შტატში გივი ჟორდანიას გაუგზავნა.

1989

ტიპი: ღონისძიება

1989 წლის მაისში პროფესორი გივი ჟორდანია თბილისიდან ტენისის შტატში შვილთან, ვახტანგ ჟორდანიასთან, ჩავიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა აჭარის რაიონის სოფელ ღურტის მცხოვრები მოლა იუნუს-იუსუფ ოღლი საზოგადოებისთვის მავნე პირად ცნო და კავკასიაში ცხოვრება აუკრძალა.

1989

ტიპი: ღონისძიება

1989 წელს სან-ფრანცისკოში ჩასული თენგიზ სულხანიშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს დაჰპირდა, რომ სამშობლოში ჩამოიყვანდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 დეკემბერს იურიევის უნივერსიტეტის წლიურ აქტზე სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი თხზულებისათვის „ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა გრიბოედოვისა" ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქალაქის გამგეობის წევრების – ქრისტეფორე ვერმიშევისა და ევგრაფ ხოსროევის – არჩევნები, რომელთაც ვადა გაუვიდათ, ხმოსანთა არჩევნებამდე გადაიდო.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის ზაფხულში სან-ფრანცისკოში მყოფმა პაატა ნაცვლიშვილმა და ნოშრევან და მირიან გალაშვილებმა ალექსანდრე სულხანიშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილის იარაღის საქართველოში წაღების ნებართვა სთხოვეს.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის ზაფხულში სან-ფრანცისკოს პარკში გამართულ ფესტივალზე ალექსანდრე სულხანიშვილი შეხვდა ქართველთა ჯგუფს, რომლის ხელმძღვანელიც იყო პაატა ნაცვლიშვილი, და ძმებ გალაშვილებს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 დეკემბერს ქართულ თეატრში დაიდგა ახალგაზრდა დრამატურგის, დავით ნახუცრიშვილის მიერ თარგმნილი ოტო ერნსტის სამმოქმედებიანი კომედია „პედაგოგები".