რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლაზე. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"
1918
ტიპი: ღონისძიება
გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის განკარგულებით მინისტრის მდივანი მაჭავარიანი დაინიშნა მთავარი პარკის რწმუნებულად; სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების ხელმძღვანელი, ინჟინერი ვეისი, 28 ოქტომბრიდან განთავისუფლდა პარკთან დაკავშირებული ყველა საქმისგან. პარკის განყოფილების უფროსმა 300-ე ვერსზე (სიგრძის ძვ. რუსული ერთეული; უდრის 1,06 კმ-ს), კვეზერელი-კოპაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა და დაინიშნა მის დამხმარედ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბერს გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ გამოსცა ბრძანება სამინისტროს საერთო საქმეთა განყოფილების უფროს გიორგი გაბრიელის ძე ფიცხელაურის სამსახურებრივი საქმეებისთვის ბაქოში გამგზავრების გამო ფულადი ქაღალდების ტექნიკური განყოფილების უფროსის, ინჟინერ ი. ო. დადიანისთვის გადაცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 27 ნოემბრის განკარგულებით, რკინიგზის ტექნიკური განყოფილების ინჟინერ ანდრონიკაშვილს, ამავე სამინისტროს ინჟინერ ნოვოდვორსკისა და ბუღალტრის თანაშემწე რჩეულიშვილს დაევალათ სამინისტროსთან არსებული საავტომობილო სალაროსა და ფულის, ასევე საწყობების ანგარიშის რევიზია.
1918
ტიპი: ღონისძიება
სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის დადგენილებით, ალექსანდრე წერეთელი შალვა ალექსი რამიშვილთან [იგულისხმება მესხიშვილი] ერთად რუსეთის სოციალისტ-რევოლიუციონერთა მოსკოვის კონფერენციაზე წარმომადგენლად გააგზავნეს, აქედან კი სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების განსაკუთრებული თათბირის წევრად მიიწვიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებაში გზათა მინისტრი ლორთქიფანიძე კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სამინისტროს საერთო საქმეთა განყოფილების უფროსმა, პ. ს. ფიცხელაურმა, რომელსაც რკინიგზის ექსპლოატაციაში შექმნილი ქაოსური მდგომარეობის გამო 5 სექტემბრიდან დროებით დაევალა რესპუბლიკის ყველა რკინიგზის კონტროლი, ადმინისტრაციული გამოცდილებისა და სარკინიგზო საქმის ცოდნის გამო შეძლო დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება და გზებზე ნორმალური პირობები შექმნა. ამისთვის მას მადლობას უხდის. 15 ოქტომბრიდან გზას ადგილობრივი ხელმძღვანელობა დაუბრუნდება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბრიდან გზათა მინისტრ ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძის ბრძანებით საერთო საქმეთა განყოფილების უფროსს გიორგი გაბრიელის ძე ფიცხელაურს გზათა სამინისტროს ყველა რკინიგზის უშუალო მართვა და ხელმძღვანელობა დაევალა. ივანე ლორთქიფანიძემ კახეთის რკინიგზის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, ყველა საკითხზე განმარტების მისაღებად ფიცხელაურისთვის მიემართათ.
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის თებერვალში გაიმართა განათლების მუშაკთა მესამე ყრილობა, სადაც „პროფ. ნუცუბიძემ კმაყოფილებით აღნიშნა სახ. გან. კომ.-ის (კერძოდ, კომისარ დავით კანდელაკის) განცხადება იმის შესახებ, რომ საქ. უნივერსიტეტმა გაამართლა მასზე დამყარებული იმედები.“
ტიპი: ავტორობა
უნივერსიტეტში სტუდენტებს ეძლევათ ბინა საერთო საცხოვრებელში, საჭმელ-სასმელი, ტანისამოსი, სახელმძღვანელოები და ფულით კმაყოფა - თვიურად 7 მანეთი. საერთო საცხოვრებელში მიიღებიან უცოლო სტუდენტები. სტუდენტების ოჯახების ბინით და სამსახურით უზრუნველყოფის მხრივ უნივერსიტეტი არავითარ ვალდებულებას არ კისრულობს.
ტიპი: ავტორობა
მიღება ა./კ. კომუნისტურ უნივერსიტეტში იწარმოებს 10-დან 15 სექტემბრამდე. ამ ვადის შემდეგ დაგვიანებულნი არ მიიღებიან.
ტიპი: ავტორობა
ამხანაგებს, რომელთაც აირჩევენ ადგილობრივი ორგანიზაციები უნივერსიტეტში გასაგზავნად, უნდა მიეცეს ერთი თვის შვებულება იმ დაწესებულების ან წარმოების ხარჯზე, რომელშიაც მუშაობდა კანდიდატი უნივერსიტეტში გაგზავნის დროს. შვებულება ამხანაგებს ეძლევათ დასასვენებლად და მოსამზადებლად უნივერსიტეტში შესვლისათვის და წესდება 10 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე.
ტიპი: ავტორობა
ა./კ. კომუნისტურ უნივერსიტეტში გამოგზავნილი ამხანაგები გატარდებიან ექიმთა კომისიაში, სამანდატო კომისიაში და აბარებენ მისაღებ გამოცდებს.
ტიპი: ავტორობა
გამოგზავნილებს თან უნდა ჰქონდეთ საბუთები სამხედრო ბეგარასთან მათი დამოკიდებულების შესახებ.
ტიპი: ავტორობა
გამომგზავნი ორგანიზაციები ვალდებული არიან: ა) იკისრონ სამგზავრო ხარჯები; ბ) ჩააბარონ გამოსაგზავნ ამხანაგს პირადი საქმე და შემრჩევ კომისიის დადგენილება; გ) მისცენ მოკლე ცნობები: ასაკის, განათლების, ეროვნების, სოციალური მდგომარეობის, პროფესიის, პარტიაში ან კომკავშირში შესვლის დროის, თანამდებობის შესახებ, ცნობები პარტიულ და საბჭოთა მუშაობის შესახებ, მოკლე დახასიათება გამოგზავნილისა, როგორც პარტიული მუშაკის, და გასაგზავნის ხელწერილი იმის შესახებ, რომ მიღების პირობებს ის იცნობს.
ტიპი: ავტორობა
მიიღებიან ამხანაგები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნილებებს: ა) ფიზიკური შრომის საწარმოო სტაჟი სამრეწველო დაწესებულებებში ან სასოფლო მეურნეობაში არა ნაკლებ 2 წლისა; ბ) პარტიის წევრები 2 წლის სტაჟით და კომკავშირის წევრები 3 წლის სტაჟით. შენიშვნა: კომკავშირის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 25 პროცენტისა. გ) რომლებიც აქტიურად მუშაობენ პარტიულ, საბჭოთა, პროფესიონალურ და კოოპერატიულ ორგანიზაციებში არანაკლებ 2 წლისა; დ) ასაკი 20-დან 32 წლამდე.
1923
ტიპი: ღონისძიება
საღამოს მე-2 ნაწილი შეიცავდა ოქტომბრის ექვსი წლისთავის დღესასწაულს. უნივერსიტეტში საკუთარი ძალებით წარმოდგენილ იქნა სასცენოდ გადაკეთებული სოსნოვსკის ფელეტონი „კონიოკ-გარბუნოკი“ რომელიც ოქტომბრის რევოლუციისადმი იყო მიძღვნილი. წარმოდგენა დიდი ხალისით ჩატარდა. დასასრულს სტუდენტებისა და სტუმრებისთვის ამხანაგური ვახშამი გაიმართა.
1923
ტიპი: ღონისძიება
ა./კ. კომ. უნ-ის სახელით სიტყვა წარმოთქვა ეგიაზაროვმა, რომელიც გამოსთქვამდა რწმენას, რომ მომავალ წლისთვის სტუდენტთა რიცხვი უნივერსიტეტში გაორკეცდებოდა და მრავალ მომზადებულ მებრძოლს გამოუშვებდა.

