რეგისტრირებული ფაქტები90064
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს იოსელიან ვ.-ს და კანდელაკ ნ. ვ.-ს ეკავათ კანცელარის თანამდებობა მომარაგების სამინისტროს საქონლის გამცემ განყოფილებაში, იოსელიანის ხელფასი შეადგენდა 3980 რუბლს, ხოლო კანდელაკისა - 2980 რუბლს.
1917
ტიპი: თანამდებობა
ლ. ნ. ასათიანი იყო მომარაგების სამინისტროს საქონლის გამცემი განყოფილების კანცელარისტი. მისი ხელფასი შეადგენდა 2980 რუბლს.
1917
ტიპი: თანამდებობა
ა. ნ. ანჯაფარიძე მომარაგების სამინისტროს საქონლის გამცემ განყოფილებაში მუშაობდა მთველ-სტატისტიკოსად, მისი ხელფასი შეადგენდა 3990 რუბლს.
1917
ტიპი: თანამდებობა
ა. ვ. ფაღავა მომარაგების სამინისტროს საქონლის გამცემი განყოფილების კანცელარიის მმართველად მუშაობდა და 5875 რუბლი ჰქონდა ხელფასი.
1917
ტიპი: თანამდებობა
კ. ფ. ჭავჭანიძე მომარაგების სამინისტროს საერთო კანცელარიაში იყო მორიგე ჩინოვნიკი, მისი ხელფასი შეადგენდა 3 380 რუბლს.
1917
ტიპი: თანამდებობა
ი. პ. მაჭავარიანს ეკავა შემსრულებლის თანამდებობა მომარაგების სამინისტროს საერთო კანცელარიაში. მისი ხელფასი შეადგენდა 3 480 რუბლს.
1917
ტიპი: თანამდებობა
ე. ე. კალანდაძე და ტ. პ. თვალჭრელიძე მუშაობდნენ მომარაგების სამინისტროს საერთო კანცელარიაში ტელეფონისტებად, მათი ხელფასი შეადგენდა 2 980 რუბლს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მ. ი. კვერნაძე და ე. ვ. პეტრაკოვსკაია მუშაობდნენ მომარაგების სამინისტროს საერთო კანცელარიაში მემანქანეებად, მათი ხელფასი შეადგენდა 2 880 რუბლს.
1917
ტიპი: თანამდებობა
თ. გ. დიდიძე და ა. მ. ჯაფარიძე მუშაობდნენ მომარაგების სამინისტროს საერთო კანცელარიაში რეგისტრატორებად, მათი ხელფასი შეადგენდა 2.980 რუბლს.
1917
ტიპი: თანამდებობა
მ. ი. დავიდოვი იყო მომარაგების სამინისტროს საერთო კანცელარიაში კანცელარიის მმართველი, მისი ხელფასი შეადგენდა 7 050 რუბლს.
1917
ტიპი: თანამდებობა
ე. გ. დიდიძე იყო მომარაგების სამინისტროს საერთო კანცელარიაში საქმეთა მმართველი და საქონლის მიმოცვლის ხელმძღვანელი, მისი ხელფასი შეადგენდა 11. 500 რუბლს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელი 1-ელ მარტს ორგანიზაცია „ჩემოსა“ და ტიტო იულევის ძე ვალლაცს შორის დაიდო ხელშეკრულება ამერიკაში 2 000 ტონა მარგანეცის გასატანად.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და სავაჭრო-სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის ხელშეკრულება დაიდო. ტონაზე 95 ფრანკი ეძლეოდათ. სულ 5 000 ტონა აიღეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გ. დ. ჟურულმა, კომიტეტის წევრებმა – ი. მენაბდემ და ბ. პაპავამ, ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკიმ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს რუსულ-იტალიურ შავი ზღვის საზოგადოების დირექტორი იყო ვსევოლოდ იაკოვლევიჩ დემჩენკო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ჭიათურის შავი ქვის საექსპლუატაციო საზოგადოება „ჩემოს“ წევრს, მ. ს. მანუილიდისს ბათუმში, მატარებელ “ნორმანში” ჩატვირთული 62 ვაგონი საბადოს პარიზში დიუნკერისათვის საბაზრო ფასად მიყიდვა ევალებოდა. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ორგანიზაცია “ჩემოს” სახელით და მიღებული თანხა, იმავე ვალუტაში ორგანიზაციას დარჩებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 დეკემბერს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა და კომიტეტის წევრმა ბ. ა. პაპავამ სააქციო საზოგადოება ჭიათურის მარგანეცწარმოების სახელზე გააგზავნეს წერილი, რომელშიც ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება ”ჩემოს” კომიტეტი მარგანეცმწარმოებლებს 7. 050 ათასი ტონა მარგანეცის გამოტანის უფლების გაგრძელებას სთხოვდნენ.
ტიპი: ავტორობა
ზარმაირ სიმონიანმა დაშნაკცუტუნის პარტიის მდივანმა გადასცა ტელეგრამა კარავაევადან, სადაც “ყაზახეთის” დაშნაკცუტუნის პარტიული კომიტეტი ითხოვდა გაეგზავნათ შემწეობა ჯარისკაცების ოჯახებისათვის და დააეფუძნებინათ კარვანსარების შეწყალების კომიტეტი
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 აპრილს მებრძოლ ხეიბართა კავშირის თავმჯდომარე ლეუსი სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრის მდივანმა ტერ-მიკრტიჩიანმა სამინისტროში დაიბარა. ლეუსს უნდა მიეცა ახსნა-განმარტება სამხედრო ინვალიდთა ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქმეზე, რომელიც სანიტარული დაწესებულებების ფორმირებას ეკუთვნოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 26 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატის სახელზე ბათუმის ქალაქის თავმა საბახტარიშვილმა დაწერა განცხადება , მისი თქმით : ბათუმის ოლქი, ისევე როგორც ქალაქი ბათუმი ხეიბართა საქმის განხრით ეკუთვნის ქუთაისის გუბერნიას, რომელსაც წარუდგენს კრედიტების, ერთჯრადი საკვებისა(პაიოკი) და სხვა დანარჩენის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის გუბერნიას.. ბათუმმა ითხოვა ერთჯერადი საკვების (პაიოკის) გაზრდა, მაგრამ ქუთაისმა უარი განაცხადა რატომ? კანონით ბათუმს ეკუთვნის, მითუმეტეს ქუთაისის გუბერნიამ უკვე ამოწურა კრედიტი ნოემბრის, დეკემბრისა და იანვრის თვეებზე , ბათუმის ოლქს ჩვეული წესისამებრ ეკუთვნის 9რუბლი და 84 კაპ. ამასთანავე ბათუმმა ნოემბრის თვისათვის გახსნა კრედიტი 11 020 პუბლი და 80 კაპ. თუკი ჩავთვლით ერთჯერადი საკვების ზომას 20 პუბლი, რასაც ექომაგებიან , თვიური კრედიტი გაიზრდება 18. 794რ და 40 კაპ. 38 200 პუბლამდე და ნოემბრისა და დეკემბრის თვისათვის 30 784 პუბლი და 80 კაპიკი და ამასთან ერთად საჭიროა გავაფართოვოთ საკითხი საჭმლის მომავალ თვეებში გაზრდაზეც.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ნოემბერს წარმომადგენლობითი სამხარეო კომისარი ვართაპედოვი თბილისის სამხარეო კომისარ აგაჯანოვს სწერს, რომ რესურსების უქონლობის გამო ადამიანები იხოცებიან, ზოგი თვეობით ვერ იღებს ხელფასებს, დაიწყო ქალთა ბუნტი, რასაც შესაძლოა საშინელი შედეგები მოჰყვეს. ვართაპედოვი ითხოვს სასწრაფო ზომების მიღებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს მებრძოლ ხეიბართა კავშირის თავმჯდომარე რ. ჩუბინიძემ სახელმწიფო მზრუნველობის სამინისტროს თავმჯდომარე აბხაზს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა კავშირის აღმასკომმა თბილისში 17 იანვარს დაავალა კავკასიის მუშათა 1-ლი ერთობის წარმომადგენლებს შეეტანათ სახელმწიფო ბანკში, თბილისის აღმასკომის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტათთა კავშირის ანგარიშზე ყველა ის ფული, რომელიც იყო მუშათა რაზმის (дружина) ანგარიშზე, მთლიანად 72 000 რუბლი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 23 მაისიდან ეპიფანე ანტონის ძე გოგოლაძე დაინიშნა მზრუნველობის სამინისტროს წარმომადგენლად და დამკვირვებლად დევნილთა გადაადგილების საკითხში.

