საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19333

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „გიორგი გვაზავას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში (კონსტიტუციის პროექტის შესახებ)“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ბრილლის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძის წერილი „ახალი წელი საზმანიოში (თითქო-სინამდვილე)“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მელანიას (ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე) წერილი „რედაქტორის მიმართ“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე ჯანაშვილმა ქართულ-ინგლისური ლექსიკონი შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე ჯანაშვილმა საინგილოში ყოფნის დროს შადგინა ინგილოური ლექსიკონი, რომელშიც განმარტებული ჰქონდა უდური და ლეკური ენების სიტყვებიც.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა ნუცუბიძის წერილი „მინისტრ არსენიძისა და დეპუტატ შ. ნუცუბიძის ინციდენტი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „ქაღალდის ფულის მეგობრები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს მთავრობის ნოტა რ.ს.ფ.ს.რ. მთავრობისადმი“, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ ხელს კონსტანტინე საბახტარაშვილი აწერდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მედიცინის დოქტორ მოსე კალანდარიშვილის „ბიბლიოგრაფია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას სიტყვა „დამფუძნებელი კრების სხდომა 14 დეკ.“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მაჩანჩალას წერილი „მიხედეთ მასწავლებლებს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ერთა ლიგა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა გიორგის ძე ბერიძის წერილი „ორი ფრონტი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „ზნეობისათვის“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში წარმოადგენდნენ ნინო ნაკაშიძის საბავშვო პიესას „კოტეს დანაშაული“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში წარმოადგენდნენ „მარიამ მაგდალინელს“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიზანსცენებით.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ალ. ს. ლორთქიფანიძე იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან გახსნა სავაჭრო სააგენტო-საკომისიო კანტორა, რომელიც მდებარეობდა დამფუძნებელი კრების ქ. N5-ში და იყიდებოდა სამეურნეო-სამრეწველო საქონელი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვასილ ქარჩილავამ შეადგინა და გამოსცა წიგნი „გრიგოლ განმანათლებელის მიერ ანგელოზის ხილვა”.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გასაყიდად გამოვიდა ახალი ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „ივდითი”, რომელიც ივანე მაჭავარიანმა თარგმნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 21 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ ქართულ და რუსულ ენებზე გამოსცა დ. მ. როსინსკის თხზულება „როგორ უნდა ააცდინოთ აბრეშუმის ჭიას დასნეულება.”

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გამოვიდა ფილიპე მახარაძის კრიტიკული წერილი „ხალხური პოეზია და ბ-ნი მელ. კელენჯერიძე”. წერილში მახარაძე დაწვრილებით განიხილავს და აკრიტიკებს მელიტონ კელენჯერიძის წიგნს „სახალხო პოეზიას”.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აღძრული იყო საქმე ფოთიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპოსკოპოსის კათედრის ოზურგეთში გადატანის შესახებ. ხმოსნების თხოვნით თ. ნ. თავდგირიძემ ქუთაისის გუბერნატორს მისწერა და აუხსნა, რა უპირატესობა ექნებოდა ოზურგეთს, როგორც საეპიკოპოსო ადგილს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სოფ. წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლა დაათვალიერეს და აღფრთოვანებულები დარჩნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში სამჭედლო იყო მოწყობილი და მოსწავლეები მჭედლობას სწავლობდნენ. ასევე, თითოეულ შეგირდს 70 საჟენი მიწა ჰქონდა ჩაბარებული დასამუშავებლად.