რეგისტრირებული ფაქტები32742
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის თებერვალში მიხეილ კვალიაშვილმა თბილისიდან მიღებული წიგნებისა და კატალოგების თითო ეგზემპლარი ნიკოლოზ მათიკაშვილსა და ვიქტორ ნოზაძეს გაუგზავნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ს. ანანოვის, გასპარიანცისა და მკრტიჩიანცის საქმის განხილვა დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს აკაკი წერეთლის „საყმაწვილო ამბები“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს აკაკი წერეთლის „საყმაწვილო ამბები“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.
1962
ტიპი: ღონისძიება
1962 წლის ზამთარში იოსებ ზაუტაშვილი პოზნანიდან გორში ჩამოვიდა და მარტში ისევ პოლონეთში დაბრუნდა.
1964
ტიპი: ღონისძიება
1964 წლის 4 აპრილს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში შეატყობინა, რომ ლადო ციბაძეს მეუღლე გარდაეცვალა და სამძიმრის წერილი მიეწერა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ვლადიმერ როსტომაშვილმა თელავის საზოგადო ბიბლიოთეკის სასარგებლოდ კლუბში გამართულ სალიტერატურო საღამოზე ბიბლიოთეკის მნიშვნელობასა და ვახტანგ გორგასლის შესახებ ისაუბრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბარბარე ჯორჯაძემ თელავის საზოგადო ბიბლიოთეკის სასარგებლოდ კლუბში გამართულ სალიტერატურო საღამოზე თავისი ლექსები წაიკითხა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ზაქარია ჩხიკვაძე თელავის საზოგადო ბიბლიოთეკის სასარგებლოდ კლუბში გამართულ სალიტერატურო საღამოზე მომღერალ ქალთა გუნდს ხელმძღვანელობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბაღდოევმა თელავის წმ. ნინოს სახელობის საქალებო სასწავლებელს 80 მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბაღდოევმა კახეთში მდებარე როსტომაშვილის საქალებო სკოლას 30 მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ანთაძემ სოფელ ვარძიაში საკუთარი ხარჯით სკოლა ააშენა და იქ პედაგოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სილოვან ჭიჭინაძის მადლობის წერილი მიხეილ ჯაფარიძის მიმართ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს რუსული სოციალ-დემოკრატიის დაპირისპირების ფონზე ბათუმში პარტიული კომიტეტის სხდომაზე ქართველმა მუშებმა ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მენშევიკურ პროგრამას ცალსახად დაუჭირეს მხარი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ზაქარია ჯორჯაძემ თავის ღვინის სარდაფებსა და მაღაზიებში მომუშავე ბიჭებისთვის პატარა ბიბლიოთეკა დააარსა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ზაქარია ჯორჯაძემ თავის ღვინის სარდაფებსა და მაღაზიებში მომუშავე ბიჭებისთვის აიყვანა პედაგოგი, რომელიც მათ რუსულად წერა-კითხვას ასწავლიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ტიხეევმა კავკასიის მთავარმართებელს სახელმწიფო ქონებათა მართვის პროექტი წარუდგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს კ. სერობიანცი არ ასრულებდა ხელოსანთა კრების დადგენილებას მოურავის ჯამაგირის შემცირების შესახებ. ამის გამო ამქრის მოსამსახურეები 7 თვე უხელფასოდ იყვნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ ივნისს გაიხსნა სამთამადნო ხელოვნების უფასო კურსები. კურსების გავლის მსურველებს კავკასიის სამთო მმართველობის უფროსის ნებართვით უნდა მიემართათ კურსების გამგის, ინჟინერ მარკოვსკისთვის და წარედგინათ პიროვნების დამადასტურებელი საბუთი.
1957
ტიპი: ღონისძიება
1957 წელს მიხეილ კვალიაშვილს, როგორც რეპატრიანტს, პოლონეთის მთავრობამ დახმარება, თვეში 600 ზლოტი, დაუნიშნა.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბანაკიდან გამოსული გრიგოლ იაშვილი ძმასთან, სიმონთან, თბილისში ჩამოვიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ნიკოლოზ გამრეკელმა ქართლის ცხოვრებისა და ვახუშტის გეოგრაფიის ხელნაწერები იპოვა.

