საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32573

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. სხდომის დადგენილებით რესტორანის "პარიზი" ტერიტორია დაეთმო მსახიობთა კავშირს, მხოლოდ იმ პირობით, თუ წლიური ქირას თავიდანვე გადაიხდიდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს ივანე დურგლიშვილის განცხადება ეროვნული საბჭოს შენობის შესაკეთებელი ხარჯების შესახებ, რომლებიც მამულების მოურავმა პეტრე მამრაძემ შეამცირა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებაზე (თავმჯდომარე კონსტანტინე აფხაზი) ისაუბრეს სააღმშენებლო ხარჯის შესახებ, რომელიც შეადგენდა 17 801 847 მანეთს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს ამიერკავკასიის ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართული საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო მამია ორახელაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 ნოემბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომა. თავმჯდომარე იყო მამია ორახელაშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა აფრასიონ მერკვილაძესა და მის თანარაზმელ პორფილე პაიჭაძეს ბოქაულების, ლავრენტი მახარაძისა და კოლია ნემსაძის, მოკვლა დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ამაიაკ ნაზარეტიანი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ლევან დავითის ძე ღოღობერიძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ნოემბერს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 ნოემბერს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს მალაქია ტოროშელიძე ამიერკავკასიის ფერდერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ღამბაროვი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს ლევან დავითის ძე ღოღობერიძე ამიერკავკასიის ფერდერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისის საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის გადაწყვეტილებით, სამოურავო კანტორაში დასაქმებულ ევგენი გარსევანიშვილს, რომელიც ჯარში იყო გაწვეული, შეენახებოდა ადგილი და ყოველთვიურად მიიღებდა ხელფასის ნახევარს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს თბილისის ქართული გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლის, გიორგი ცისკარაშვილის თხოვნა დახმარების თაობაზე და მას ყოველთვიურ შემწეობად 300 მანეთი განუსაზღვრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ელექტროსადგურის კანტორის გამგეს, დავით კიკნაძეს ხელფასი განესაზღვრა 600 მანეთით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მამულების მოურავის თანაშემწეს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს დაენიშნა ხელფასი 500 მანეთის ოდენობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე მამრაძემ ელექტროსადგურისა და სამოურავო კანტორის თანამშრომლებისათვის ხელფასის მომატების შესახებ განაცხადა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. სხდომაზე სექციამ დაადგინა: 1. რესტორან "პარიზის" სადგომის ის ნაწილი, სადაც საბილიარდოა მოთავსებული ჩამოერთვას გიგიბერიას და მოისპოს საბილიარდო; 2. სილოვან გიგიბერიას მიეცეს წინადადება, სურვილის შემთხვევაში დარჩეს რესტორან "პარიზის" მეორე ნაწილში, რომელიც ქარვასლის ქვედა სართულზეა მოთავსებული და იხადოს ყოველთვიურად ქირა ხუთასი მანეთის ოდენობით; 3. მიეცეს გიგიბერიას 2 კვირის ვადა ამ პირობის აღსასრულებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძემ ისაუბრა რესტორან "პარიზის" შესახებ, რომლის საბილიარდო ოთახიც ყომარბაზების ბუდედ იყო გადაქცეული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს გიორგი გვაზავას მოხსენება სილოვან გიგიბერიას შუამდგომლობის თაობაზე, ქარვასლაში ოთახის დატოვების შესახებ. სექციის დადგენილებით, სილოვან გიგიბერიას ჩამოერთვა რესტორან "პარიზის" ოთახი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ქართველ ვაჭართა კავშირის წინადადება ქარვასლაში ოთახის გამოყოფის თაობაზე. სექციის დადგენილებით ქართველ ვაჭართა კავშირს დაეთმო ზემოაღნიშნული ოთახი და პეტრე მამრაძეს დაევალა ვაჭართა კავშირთან ქირის რაოდენობისა და სხვა პირობების შესახებ მოლაპარაკება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: სექციის გამგე გიორგი გვაზავა; წევრები: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი; მდივანი, ილია ზურაბიშვილი; კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე, ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე დაადგინეს: 1. გავრცელებულ იქნას მთავრობის დეკრეტი ხელფასის ნორმების შესახებ კახეთის რკინიგზაზე 1 აპრილიდან; 2. კახეთის რკინიგზის გამგეობის მიერ მთავრობის წინაშე აღძრულ იქნას შუამდგომლობა სამ მილიონიანი დახმარების, ან სესხის შესახებ.