საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18890

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფ. წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნა სამაგალითო საქმე იყო და ყველა ქართველს უნდა ეგრძნო პასუხისმგებლობა მის მოსავლელად. სკოლას ხელშეწყობა და დახმარება სჭირდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სოფელ წინამძღვარიანთკარის მეურნეობის სკოლის გახსნა ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მომტანი იყო და იმედოვნებდა, რომ ქართველი ადამიანი მის დასახმარებლად შემოწირულობას არ დაიშურებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „აფხუშოობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ბიბლიოგრაფია“, რომელშიც ავტორი განიხილავს ინჟინერ ვ. კაკაბაძის ახალ გამოცემულ წიგნს „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ნინო ნარიმანოვისას, რომ მისი წერილები კისელოვს გადასცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ავეტის აჰარონიანი დეპეშით იტყობინებოდა, რომ ცნობილი იყო სომხეთის დე-ფაქტო მთავრობა, როგორც გაერთიანებული სომხეთის ხელისუფლება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სტატია „ჩიჩერინის ნოტის გამო“, რომელშიც საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გიორგი ჩიჩერინის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორისთვის გაგზავნილ წერილზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გორდეზიანის წერილი „საქართველოს რესპუბლიკის ნაფიც ვექილთა დამფუძნებელი ყრილობის გამო“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 მარტს ქალაქის საბჭოს კრებაზე ა. ივანენკომ განაცხადა, რომ ქალაქის ვალი ინტენდანტის მიმართ უნდა შეეტანათ ყოველწლიურ ხარჯთაღრიცხვაში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 მარტს ქალაქის საბჭოს კრებაზე ბაბოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ ქალაქის ხარჯით მორწყავდნენ მუშტაიდის ბაღს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო მარის მოსაზრება ქართული ენის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

თონეთის სკოლის პედაგოგმა დავით თაბუნიძემ 1888 წლის 30 აპრილს გაზეთ „ივერიის“ რედაქციას თხოვნით მიმართა გამოეცხადებინათ, რომ „ივერიის“ N74-ში თონეთის შესახებ დაბეჭდილი წერილის ავტორი ის არ იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს კატო ჩოლოყაშვილისას, რომ მისი ორი ყუთი და ბოხჩა, რომლებიც კონსულთან იყო დატოვებული, დაწვეს მთელ სამზარეულოსთან ერთად მსახურის ქოლერით ავადმყოფობის გამო, რომელიც ვერ გადარჩა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე საბახტარაშვილმა მილანის სავაჭრო პალატის შეერთებულ კრებაზე წაიკითხა მოხსენება საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო-სამრეწველო მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე საბახტარაშვილმა მილანის სავაჭრო პალატის შეერთებულ კრებაზე განაცხადა, რომ საქართველოს სურდა ნედლეულის – ქვანახშირის, მარგანეცისა და თამბაქოს გაცვლა მატყლზე, ქსოვილზე, სასოფლო-სამეურნეო იარაღზე და სხვ.

1888

ტიპი: ავტორობა

ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით 1888 წლის მაისში წარმოადგენდნენ შემდეგ სპექტაკლებს: ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილ „ოტელოს“, „მოგზაურობა დედამიწის გარშემო 80 დღის განმავლობაში“ და ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ციმბირელი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აპოლონ გორდეძიშვილის მიერ ჩაწერილი ხალხური ლექსი „ნადირობა სოლომონ ბრძენისა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფელეტონი „ძეგლი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე საარქეოლოგიო და საისტორიო საზოგადოების კრებაზე წაიკითხავდა მოხსენებას „ქრონიკა კავკასიის არქეოლოგიის“ შესახებ კავკასიის შტაბის სამხედრო რჩევის დარბაზში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „რძალ-დედამთილის ჩხუბი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს ლ. პ. ზაგურსკი საარქეოლოგიო და საისტორიო საზოგადოების კრებაზე ფრიდრიხ სამუელის ძე ბაიერნის შესახებ ნეკროლოგს წაიკითხავდა კავკასიის შტაბის სამხედრო რჩევის დარბაზში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს კ. ნ. როსიკოვი დარბაზში საარქეოლოგიო და საისტორიო საზოგადოების კრებაზე წაიკითხავდა მოხსენებას ჩეჩნეთის მთებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთების შესახებ კავკასიის შტაბის სამხედრო რჩევის დარბაზში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავი რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენას გეგმავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის ავტორობით IX საუკუნის ტყავზე ნაწერი „საგალობელი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო რუსულენოვნებისთვის. ბევრ რუსს სურდა ქართული ენის შესწავლა და სახელმძღვანელოს არქონის გამო ვერ ახერხებდნენ, ზოგიერთ მათგანს კერძო მასწავლებელიც ჰყავდა და მისი დახმარებით სწავლობდა ენას.