რეგისტრირებული ფაქტები18890
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 25 ნოემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილების თანახმად შაქარზე დაწესდა მონოპოლია, შედეგად 1918 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა მისი ფასი – საცალო გახდა 60 რუბლი, ფუთი – 56 რუბლი და 80 კაპ. დოკუმენტს ხელი მოაწერა ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა. დაამოწმა ფინანსთა მინისტრმა ქრისტეფორე კარჩიკიანმა.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილით ზაქარია ჭიჭინაძე გამოეხმაურა „ივერიის“ მე-80 ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს მან პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკა თავისი ჩასწორებებით დაბეჭდა. ის უარყოფდა ამ ფაქტს და რედაქციას მიმართავდა, თუ სურდათ, შესადარებლად მიუტანდა დედანსაც და ნაბეჭდ მასალასაც.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთვის გაგზავნილ მოხსენებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მთავრობისთვის მოთხოვნილი ვალის საგარანტიოდ ასახელებდა საზოგადოების მფლობელობაში არსებულ მიწებსა და შენობა-ნაგებობებს, ასევე მის საკუთრებაში არსებულ ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე აპირებდა ყოველდღიური გაზეთის „ცისკრის“ გამოცემას სალიტერატურო-საპოლიტიკო, სამეურნეო თემატიკით. იმ შემთხვევაში თუ კერესელიძე სამეურნეო თემას ცალკე რუბრიკას დაუთმობდა, სუფსიდიას ჰპირდებოდნენ ქალაქის მმართველები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მიწები, რომლებსაც ზოგი სათემოს, საზოგადოს, სასოფლოს და სახასოს უწოდებდა არავის საკუთრება არ იყო. ვინც პირველად დაამუშავებდა მიწას სწორედ მისი იყო იმ წლის მოსავალი და სოფლის ყველა მკვიდრს ჰქონდა უფლება იმდენი ნაკვეთი დაემუშვებინა, რამდენიც სურდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ზოგჯერ, როცა სათემო მიწები დაუმუშავებელი რჩებოდა და გლეხები მათ სათიბადაც ვერ იყენებდნენ, ზამთრის საძოვრად უცხო პირზე აქირავებდნენ და შემოსავალს ან სასოფლო საჭიროებას ახმარდნენ ან იყოფდნენ ერთმანეთში.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ვინაიდან სათემო მიწების დამუშავების უფლება სოფლის ყველა მკვიდრს ჰქონდა და კერძო საკუთრება არ არსებობდა, შეძლებული გლეხი ყოველთვის სჯობნიდა ღარიბ გლეხს, რადგან ნაკვეთების დასამუშავებლად მას მეტი რესურსი გააჩნდა.