რეგისტრირებული ფაქტები18890
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს მარშალმა სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებს სკოლის ფონდისთვის გაწერილი თანხის სიები წაუკითხა და განაცხადა, რომ კომისიამ სულ 3100 მანეთი გამოყო შვილების სასწავლებლად, რის შემდეგაც უკმაყოფილება გამოითქვა კრებაზე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებს მარშალმა განუცხადა, რომ სკოლის ფონდისთვის თანხის განაწილების სიები 24 სექტემბრის კრების შეთანხმების საფუძველზე შეადგინეს. 24 სექტემბრის შეთანხმებით თითოეულ თავადაზნაურს სკოლის ფონდისთვის 50 ან 100 ლარი უნდა გამოეყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებს მარშალმა განუცხადა, რომ თუ თანახმა იქნებოდნენ სკოლის ფონდისთვის თანხის განაწილების სიებიდან შეძლებული პირებისთვის დამატებით 50 ლარის გადახდა მოეთხოვათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, რომ ძველმა წევრებმა მხოლოდ სკოლის შენობის ასაშენებლად 4000 მანეთი გამოყვეს და ახლანდელმა კომისიამ კი გადაწყვიტა 3100 მანეთით მთლიანად გიმნაზია შეენახა. ამგვარი დამოკიდებულება სწავლა-განათლების საქმის მიმართ მაზრისთვის დიდი სირცხვილი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მამულები არ ჰქონდა, არც დიდ ქონებას ფლობდა და მაინც შეძლებისდაგვარად ოჯახს არჩენდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მას დააკისრეს სკოლის ფონდისთვის 50 ლარის გადახდა, რასაც აუცილებლად გადაიხდიდა კეთილი საქმისთვის და თუ საჭირო გახდებოდა უკანასკნელ ჩოხასაც კი გაყიდდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა სკოლის ფონდისთვის თანხის გამანაწილებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ სამართლიანობა თუ არ აინტერესებდათ, კაცთმოყვარეობის პრინციპით მაინც ემოქმედათ და შეძლებულ თავად-აზნაურებს სკოლის ფონდისთვის იმაზე მეტი თანხა გაეღოთ, ვიდრე ნაკლებად შეძლებული თავად-აზნაურები იხდიდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრები ითხოვდნენ სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის მიერ შედგენილი სიები გაუქმებულიყო, ახალი კომისია აერჩიათ და შესატანი თანხა თავიდან გაენაწილებინათ თავადაზნაურებზე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე მარშალმა დამსწრე წევრებს მიმართა, რომ სკოლის ფონდისთვის გამნაწილებელი კომისიის მიერ შედგენილ სიებს ვერ გააუქმებდნენ, ვერც თავად კომისიას შეცვლიდნენ, თუმცა თუკი სურდათ ზოგიერთი წევრისთვის შესატანი თანხის რაოდენობა გაეზარდათ.