საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: მებოსტნეობა, ფუტკრის გაშენება, პირუტყვის მოვლა, სასოფლო მეურნეობის ანგარიში და ტექნოლოგია.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: ზოოლოგია, ბოტანიკა, მინეროლოგია, მიწის შემუშავება, ხეხილისა და ვაზის მოვლა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: მამულის შესწავლა, მოკლე გეოგრაფია რუსეთისა და ევროპის სახელმწიფოების შესახებ, მათი ქვეყნების ზოგადი მიმოხილვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საღმრთო სჯული, რუსული და ქართული ენა, არითმეტიკა და პრაქტიკული გეომეტრია.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლას ჰქონდა დაწყებითი მოსამზადებელი კურსი, ფერმა და სახელოსნო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 ნოემბერს, ევგრაფ ხოსროევის განცხადებით, თბილისის გამგეობა საბჭოს დარბაზში ხმოსნების არჩევნებს ჩაატარებდა. ხმოსნები სამი წლის 1887-1890 ვადით აირჩეოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა ხუთმოქმედებიანი დრამა „ცოლი-მეუღლე“ რუსულიდან გადმოაკეთა. მოთხრობას რუსულად „падруга жизни“ ერქვა და მისი ავტორი ფროლოვი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ კორნელი ლუკას ძე მაღრაძის ფელეტონი „ჭინკობის თვე იმერეთში“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე დავითის ასული ერისთავი-ჯორჯაძე სამმოქმედებიანი კომედიის „რას ვეძებდი, რა ვიპოვეს“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი როსტომის ძე წერეთლის ფელეტონი „ჭორი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „როგორ ვრცელდება ჩვენში ქართული წიგნები“ გამოქვეყნდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობის შესახებ. სტატიის თანახმად, დასი ბრწყინვალე მსახიობით, ბუტკევიჩით შეივსო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სტატიის ავტორმა გააკრიტიკა პიესა და საკმაოდ მოსაწყენ ნაწარმოებად შეაფასა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობის შესახებ. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“, რომელშიც რეიხშტადტი ასრულებდა მთავარი გმირის, ელენა ნიკოლაევნას ქმრის როლს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“-ს ცნობით, მიხეილ პეტრეს ძე არციბაშევმა დაწერა პიესა „Ревность“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „მესტვირის ჩივილი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ერისთავმა ხუთმოქმედებიანი დრამა „სამშობლო“ ფრანგულიდან გადმოაკეთა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ნოემბერს მეორე კლასიკური გიმნაზიის აქტზე დირექტორმა ლილოვმა წაიკითხა წერილი „ხასიათის გაწურთვნაზე“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონის მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში ცალკე წიგნად უნდა გამოსულიყო ივანე თხორჟევსკის მიერ რუსულად ნათარგმნი ქართული ლექსები.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლაიშვილის მოთხრობა „პეტრიას ოჯახი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ აკოფოვის წერილი ქუთაისის საბჭოს შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-4 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ სპირიდონ ჯორჯიკიას მიერ ქუთაისის სათავადაზანურო სასწავლებლში არსებული ვაკანსიების შესახებ განცხადება დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენის შესახებ რაფიელ ერისთავის მოსაზრება დაიბეჭდა.