რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი ჩიჩერინი ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ ნოტაში იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველო როდესმე დაამყარებდა კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას საბჭოთა რესპუბლიკასთან, მაგრამ ამჟამად იქცეოდა საპირისპიროდ და მოლაპარაკებებს აწარმოებდა მათთან, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომ საბჭოთა რუსეთის მიზანს წარმოადგენდა კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება ყველა ერთან, ხოლო მის ბრძოლებს მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა. თუ საქართველოს მთავრობა იზიარებდა ამ მიზანს, მაშინ საქმით უნდა დაემტკიცებინა და შეეწყვიტა რუსეთის მტრების დახმარება, უარი ეთქვა ანტანტის ძალების მოწვევაზე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, არ დაეშვა საქართველოს ტერიტორიაზე ინგლისის ჯარების გადმოსხმა და მიეღო მონაწილეობა რუსეთისა და საქართველოს საერთო მტრის წინააღმდეგ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთში „საქართველო“ გ. გ. ბერიძე იუწყება, რომ ადგილობრივი გაზეთების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ჩამოვიდა ფირმა „კოსმოს ტრედინგ კ-ო ლიმიტედის“ წარმომადგენელი კაპიტანი სკოტი, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან სკოტი არასდროს ყოფილა ფირმის წარმომადგენელი. ის თბილისში იმყოფებოდა როგორც კურიერი, საზოგადოების გამგეობისგან საჭირო დოკუმენტაციის მისთვის გადასაცემად. ინგლისის აქციონერული საზოგადოების „კოსმოს ლიმიტედის“ მთავარი ბიუროს მისამართი იყო ბარონის ქუჩა N15.

