საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19549

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილ „ქართულ გალობაში“ შესული იყო ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძის, რაჟდენ თომას ძე ხუნდაძის, ივლიანე იოსების ძე წერეთლის, მელქისედეკ გიორგის ძე ნაკაშიძის და ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძისაგან გადმოცემული საგალობლები.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის სტამბამ ფილიმონ ქორიძის შეგროვებული საგალობლები – „ქართული გალობა“ გამოსცა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჯეიმს ბრაისის წიგნი „საქართველო და მთა არარატი“ შესწორებული სახით დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძემ სტატია გამოაქვეყნა არისტო ქუთათელაძის შესახებ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 4 აპრილის ჟურნალ „Academy”-ში მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილ ილია ჭავჭავაძის „განდეგილზე“ წერილი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 24 თებერვლის ჟურნალ „Scotsman”-ში მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილ ილია ჭავჭავაძის „განდეგილზე“ წერილი დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ბ. პელაშვილის ეტიუდი „გამომეხმაურე“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს სიმონ ღოღობერიძემ ორიგინალიდან, ფრანგულიდან თარგმნა მ. დე პეისონელის „მოთხრობა სპარსეთის და საქართველოს არეულობის თაობაზე“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ჯაჯუ ჯორჯიკიას „ძვირფასი საჩუქარი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტ. ე. გუგუშვილმა მოსკოვიდან მასწავლებელ სტეფანე ძიმისტარაშვილის დაღუპვის გამო სამგლოვიარო ბარათი გამოგზავნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ორმოქმედებიანი კომედია „ბაქი-ბუქი“, რომელიც ანასტასია თუმანიშვილმა თარგმნა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის სტატია, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თელავში მოსამართლეებს გლეხების მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს მეაბრეშუმე-მეთამბაქოეთა წარმომადგენელი ტიტე თადეოზის ძე მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრი ნოე გიორგის ძე ხომერიკი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე სიმონ ლუკას ძე ავალიანი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს აგრონომიული საბჭოს წარმომადგენელი გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს კოოპერატიული საზოგადოება „კახეთის“ წარმომადგენელი ირ. ფორაქაშვილი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოსაზრება განათლების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, კი ის სასულიერო პირების მეუღლეების გაუნათლებლობაზე საუბრობდა. მისი თქმით, საქართველოში არ მოიძებნებოდა ორი-სამი სასულიერო პირი, რომელთაც ნასწავლი მეუღლეები ჰყავდათ, რაც თავისთავად ცუდ ზეგავლენას ახდენდა სასულიერო წოდების მამრობით სქესზე.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ გადათარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ დასასრული.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ნ. დავითიშვილის სტატია რომლის თანახმად გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილ „ალმანახში“ ის წუნს უდებდა საქართველოში არსებულ ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებს. ის ამბობდა, რომ ქართული გაზეთი ვერასდროს განვითარდებოდა ისე, როგორც რუსული და ევროპული გაზეთები.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის ჩანაწერი ნეკრესის მონასტერში მოგზაურობის შესახებ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ნ. დავითიშვილის სტატია გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილი ქართული „ალმანახის“ შესახებ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოგზაურის პიეტრო დელლა ვალეს „მოხსენება საქართველოზედ პაპი ურბანუს მერვესადმი“, რომელიც თარგმნა ალექსანდრე ჭყონიამ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანის გამოსათხოვარი სიტყვა, რომელიც მან ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძეს მიუძღვნა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ნ. დავითიშვილის სტატია ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძის შესახებ. სტატიიდან ვიგებთ თუ როგორი პიროვნება და მამულიშვილი იყო ბესარიონ ღოღობერიძე.