რეგისტრირებული ფაქტები32742
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრის დასს 1918-19 წლების სეზონზე გამოაკლდნენ საბანეევა, პოლიაევი და გესი.
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის ნოემბერში რუსთა ქარავანზე ქურთების თავდასხმა მოიგერია დრაგუნთა ორმა დივიზიამ პოლკოვნიკ ტიხოვცევის მეთაურობით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 4 აპრილს ოლღა რომანოვამ და მიხეილ რომანოვმა მათი ახალშობილი ვაჟის, ალექსანდრეს სახელზე ორი ათასი მანეთი გადასცეს თბილისის ღარიბ მაცხოვრებლებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩაფრების უფროსმა გაბარაშვილმა ბორჩალოში დაიჭირა ორი ყაჩაღი, რომელთაგან ერთ-ერთი ციმბირიდან გამოქცეული იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას აცნობა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი, ნიკოლოზ დიასამიძე გარდაიცვალა. კრების წევრებმა ფეხზე ადგომით სცეს პატივი მის ხსოვნას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში სოფელ მეღვრეკისში სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელიც ადგილობრივი მღვდლის, კენჭაძის სახლში იყო მოწყობილი.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლიდან 6 წლის განმავლობაში ვორონცოვის ძეგლზე ზრუნვა მინდობილი ჰქონდა განსვენებული ფელდმარშლის, მიხეილ ვორონცოვის ხელქვეითს, ზოლოტარევს. მას სკულპორტთან შეთანხმება და მუშაობის პროცესზე დაკვირვება ევალებოდა. პეტერბურგიდან თბილისში სწორედ ზოლოტარევის განკარგულებით გამოიგზავნა ვორონცოვის ძეგლი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის პირველ აპრილს ოლღა რომანოვამ იმშობიარა და ეყოლა ვაჟი. მას ალექსანდრე დაარქვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 25 მარტს ალექსანდრე ბარიატინსკის ბრძანებით, თბილისში ვორონცოვის ძეგლი უნდა დაედგათ. თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა. 1845 წლის 25 მარტს ესტუმრა მიხეილ ვორონცოვი თბილისს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი დრამა „ლეკის ქალი გულჯავარი“. რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 იანვარს ალექსანდრე შამადუხაშვილმა ზურგში დაჭრა გორის მაზრის მცხოვრები დიმიტრი ტოტაძე. შამადუხაშვილი პოლიციაში მივიდა და დანაშაული აღიარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 4 მაისს კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ჰაკელმა ილია ჭავჭავაძის არასაიმედოობის შესახებ პეტერბურგში საიდუმლო მოხსენება გაგზავნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოვიდა გაზეთ „ივერიის“ 103-ე ნომერი და მთავარმართებლის საბჭოს გადაწყვეტილებით მისი გამოცემა რვა თვით შეწყდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მ. ფ. მგალობელი პაციენტებს იღებდა ქალთა სნეულებათა და ქირურგიული განხრით თბილისში, ოლღას ქუჩა N11-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილის კერძო საავადმყოფოში მ. ფ. მგალობელისა და ი. ნ. ტერ-აკოფოვის მეთვალყურეობის ქვეშ გახსნილი იყო სპეცილაური სამკურნალო განყოფილება.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცლიდან“ ირკვევა, რომ თბილისის გამგეობამ ვარლამ ჩერქეზიშვილს დაავალა შეემუშავებინა პროექტი ქალაქში წყლის მილების გამრავლებასთან დაკავშირებით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით სოფიო და ელენე ხერხეულიძეები, ანნა რატიშვილისა და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებენ ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის გარდაცვალებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 იანვარს კოტე სიმონის ძე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა და მიხეილ ლერმონტოვის ოთხმოქმედებიან დრამას „მასკარადს“ წარმოადგენდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 26 იანვარს ბაევიმ საბაჟოს თანამშრომლებთან ერთად სასახლის ქუჩისა და სარაჯოვის ქარვასლის მაღაზიები შეამოწმა. ისინი ამოწმებდნენ ყველა იმ მაღაზიას, სადაც ევროპის, რუსეთისა და სპარსეთის პროდუქტი იყიდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილ ლუკას სახარების დასაწყისში ყოფილა ხატი, რომელიც ამოგლეჯილი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელ იანვარს მ. ლეონიძის ბენეფისზე გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, კ. მ. მაქსიმიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელ იანვარს მ. ლეონიძე თავის ბენეფისზე კოტე სიმონის ძე მესხთან ერთად ილია ჭავჭავაძის თხზულებას „დედა და შვილს“ წარმოადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც დედა, იულია ივანეს ასული ბარათოვა, ძმა, ზაქარია დავითის ძე ბარათოვი და დები, ეკატერინე დავითის ასული სულხანოვა (ბარათაშვილი), ბარბარე დავითის ასული ბაგრატიონ-დავითოვა, ნინა დავითის ასული ქიქოძე და ანასტასია დავითის ასული ჯანდიერი ქმრებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნატალია დავითის ასული ავალოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებით დაუჭერიათ არტაშეს სემიონის ძე დოშოიანცი, რომელიც ლისტოკში „Вечерние Телеграммы“ სისტემატურად აქვეყნებდა მცდარ ცნობებს სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების შესახებ (მაგ. ცნობა მეცისა და სტრასბურის აღების შესახებ). ამით იგი იმედოვნებდა თავისი გამოცემის ტირაჟის გაზრდას.

