საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33279

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრებაზე მრჩეველ წევრად კენჭი იყარეს ათაბეგოვმა, იზმაილოვმა, წოვიანოვმა და ივანე შადინოვმა. წოვიანოვმა და შადინოვმა მიიღეს თეთრი კენჭები, დანარჩენებმა – შავი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვანეთის მულახის თემში ანუსია იოსელიანი მეზობელ ჯანსუღ იოსელიანს სახლში შეუვარდა, რის გამოც ჯანსუღ იოსელიანმა იგი დანით მოკლა. მათ თავიანთი მამულების საზღვრები ვერ დაადგინეს და დავობდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრა დავითის ასულმა დავიდოვმა პეტერბურგში სამუსიკო სკოლა დაამთავრა. მას არტისტი ლეონოვა ასწავლიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ღოღობერიძეს მთავარმართებლობის განკარგულებით წმ. ანას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის არუთინოვი ქაზახის მაზრაში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ პიესას „მეფე და პოეტს“, რომელშიც პოეტის როლს კოტე სიმონის ძე მესხი შეასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესებს „ძუნწსა“ და „უჩინ-მაჩინის ქუდს“, რომელშიც იმერლის როლს კოტე სიმონის ძე მესხი ითამაშებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძემ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოაჩინა ორი ხუცური სახარება: ერთი XI-XII საუკუნის ტყავზე დაწერილი, რომელსაც მხოლოდ მათესა და იოანეს სახარების ბოლო თავი აკლდა და მეორე – XVI-XVII საუკუნის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოტომ გამოსცა წიგნის „კავკასიის ომის შესახებ“ მეორე ტომი, რომელშიც მოთხრობილი იყო დაღესტნის მდგომარეობა ერმოლოვის პერიოდში, ალექსანდრე ბატონიშვილის გაქცევა და 1818 წელს კაპიტან ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის ქალაქ ხივაში წასვლა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილ იოანეს სახარების დასაწყისში დაკრული იყო ხატი, რომელსაც მხოლოდ ქვედა ტანი შემორჩენოდა. ფურცელაძის აზრით, ეს გამოსახულება არ ეკუთვნოდა სახარებას, სხვა წყაროდან იყო გადმოტანილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილ მარკოზის სახარების დასაწყისი მხატვრობით და წარწერით იყო გაფორმებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთის მთავარმართებლის ბრძანებით მერვის მაზრის უფროსს მაქსუდე ალიხანოვს წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტის სტატუსით მონაწილეობდა 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ 8 წლის ასაკში იგი დედამ საფრანგეთში წაიყვანა ავადმყოფობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობის შემდეგ იმპერატორის უმაღლესი ბრძანება გამოვიდა მისთვის უგანათლებულესი თავადი ეწოდებინათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ერთი წელი საქართველოში თავის მამულებში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი 26 წლისა პეტერბურგში ჩავიდა და მარიამ ალექსანდრეს ასულ ადლერბერგზე ჯვარი დაიწერა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს მამაცურად ბრძოლისთვის რუსეთის იმპერატორმა უბოძა წმ. ვლადიმერის ორდენი და ოქროს იარაღი წარწერით „სიმამაცისათვის“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე რაჭის მაზრიდან მიიწვიეს პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე რაჭის მაზრიდან მიიწვიეს ნიკოლოზ ლევანის ძე ჭიჭინაძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე რაჭის მაზრიდან მიიწვიეს მალაქია ივანეს ძე ბაქრაძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე რაჭის მაზრიდან მიიწვიეს ლუარსაბ ლევანის ძე ჭიჭინაძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე რაჭის მაზრიდან მიიწვიეს ქაიხოსრო ოტიას ძე ყიფიანი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე რაჭის მაზრიდან მიიწვიეს ივანე საველის ძე კვიტაშვილი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე რაჭის მაზრიდან მიიწვიეს ივანე პაატას ძე წულუკიძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.