საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19698

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ გიორგი ერისთავს უთარგმნია შილერის ლექსი „განყოფა სოფლისა“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა მოთხრობა „ჟოკო“, რომელიც ფრანგულიდან უთარგმნია სარდიონ ალექსი-მესხიშვილს.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეექვსე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსები: „კავკასია“, „თეჯნისი“, „სიმღერა“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოთხი სიმღერა.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ყვავილს“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მერვე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სამი უსათაურო ლექსი.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მერვე ნომერში დაიბეჭდა გიორგი დადიანის წერილი ჟურნალ „დილას“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეცხრე ნომერში დაიბეჭდა ოთარ და თამაზ ქობულოვებისა და ბარამ ბარათოვის ორ-ორი რომანი.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეცხრე ნომერში დაიბეჭდა ბერნარის თხზულება „სიძე ამისთანა უნდა“, ფრანგულიდან თარგმნილი ი. ერისთავის მიერ.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა გიორგი ერისთავის ლექსი „საწუთო სოფლის მდურვა“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა მოთხრობა „ქორწილი სახრჩობელაზე“, რომელიც ფრანგულიდან უთარგმნია ი. ერისთავს.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეთერთმეტე ნომერში დაიბეჭდა მოთხრობა „ფრანცუზი ხანი არამ ხანაში“, რომლის თარგმანი ფრანგულიდან ეკუთვნის ი. ერისთავს.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა დარია ერისთავის ლექსი „წინათგრძნობა“.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის „რუსთაველი“.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონის თხზულება „ღამის ალერსი“.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონის ლექსები: „წამება ქეთევან დედოფლისა“ და „ქეთევან ბატონისშვილთან მინაწერი“.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონის პოეტური თხზულება „ელისაბედიანი“, რომელიც ექვსი ლექსისაგან შედგებოდა.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მესამე ნომერში დაიბეჭდა მარლინსკის მოთხრობა „ღამე ხომალდში“, რომელიც უთარგმნია ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რედაქციამ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მოქალაქე ნ. მარგიანისგან სვანეთიდან.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოსო მაჭავარიანის მიერ ქსნის ხეობაში გაგონილი და ჩაწერილი ხალხური „ვეფხისტყაოსანი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“-ში დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძენოვის სტატია ქართული პერიოდულ გამოცემების შესახებ. სტატიის მიხედვით, ჟურნალი „ცისკარი“ 1852 წლიდან გამოდიოდა. რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებასთან ერთად მისი გამოცემა შეწყდა, ხოლო 1857 წელს განახლდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „ოცი წლის წინად“, II ნაწილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ჟირარდენის სამმოქმედებიან დრამას, ფრანგულიდან ივანე გიორგის ძე მაჩაბლის თარგმანს, „ორ ცეცხლშუა“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1869 год“-ის ცნობით, გიორგი ერისთავმა თარგმნა პეტრარკას ლექსი „კურთხევა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „მარცვლეულობა საქართველოში“ (დასასრული).