საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19616

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ფურცელაძე, მეუღლესთან, სოფიო დავითის ასულ ფურცელაძესთან, შვილებთან და რძლებთან ერთად იუწყებოდა, რომ დედის, მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის პანაშვიდს გადაიხდიდნენ ქაშვეთის ეკლესიაში და სოფელ მერეთში.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ოქტომბრის „დროებაში“ სოლომონ ბავრელის სტატია „პატარა შენიშვნა არტაანზედ“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ოქტომბრის „დროებაში“ არქიმანდრიტი მაკარის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ოქტომბრის „დროებაში“ გიორგი ნიკოლაიშვილის სტატია „ოზურგეთი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 ოქტომბრის „დროებაში“ მ. ი. გვარამაძის ლექსი „ვარაზის ციხე“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ დედა, ანა სტეფანეს ასული ოცხელისა, დები – სოფიო ივანეს ასული პოლოლიკაშვილისა და ნინო ივანეს ასული სააკაშვილისა, ძმები – სიმონ, დავით და კონსტანტინე ივანეს ძე ოცხელები იუწყებოდნენ, რომ 27 მარტს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში იოსებ ივანეს ძე ოცხელის სულის მოსახსენებლად წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ოქტომბრის „დროებაში“ სიმონ ჯაფარიძის წერილი დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძის მიერ შედგენილი საყმაწვილო კრებული „ბავშვების მოკეთე“ თბილისის წიგნის მაღაზიებში 25 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ პავლე მოსულიშვილის სტატია „ფეხით სიარული ოკეანეზე“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ შედგენილი „ქართული საერო და სასულიერო კილოები და შედარების ნიმუშები“ 20 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობმა ვასო აბაშიძემ 1877 წლის ქართული წარმოდგენების აფიშები და პროგრამები შეკრიბა და გამოსაცემად მოამზადა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული ვაჟა ფშაველას „ამოდის, ნათდება და სხვა მოთხრობები“ 3 შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იასონ ციციშვილის წიგნად გამოცემული ახალი პოემის გაყიდვით შემოსული თანხა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ნიკოლოზ მკურნალის სტატია „საზოგადო ბაღოსნობის სწავლა და მისი შედეგი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში იმამზადე მეჰმედ ედიბის, ჰათუნზადე აჰმედ ნურედინისა და ჰიჯაბიზადე აჰმედ აკიფის თაოსნობით მომზადდა მიმართვა ბათუმის მოსახლეობისადმი, რომელსაც ისინი მოუწოდებდნენ, არ დაეჯერებინათ ბათუმის ოლქის საქართველოსთვის შეერთების მომხრე ჰაიდარ აბაშიძისათვის (თულუმბაზადესთვის).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს, ტრაპიზონში ქართულ-თურქული დელეგაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, სანჯაყ-ბეგმა ჰაიდარ აბაშიძემ თავი ბათუმის წარმომადგენლად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ბათუმი საქართველო იყო, იქ ქართველი ხალხი ცხოვრობდა და რელიგია მთავარი არ იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმის ოლქის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ სურდა საქართველოს მთავრობა, ბოლშევიკებს უჭერდა მხარს და ბოლშევიკების შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ თურქების მიერ ბათუმის დაკავებით.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი გიორგი ჩიჩერინი წერდა, რომ რუსეთი აღიარებდა 1920 წლის მაისში საქართველოსთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილ საზღვრებს, რომლის მიხედვითაც არდაგანი და ბათუმი საქართველოს რჩებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

კიაზიმ ყარაბექირ ფაშას 1921 წლის ერთ-ერთი წერილის მიხედვით, თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა, რადგან მას ბოლშევიკების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება უბრძანეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე საბახტარაშვილის მიერ სვიმონ მდივნისთვის გაგზავნილი დეპეშის მიხედვით, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, სამხედრო დახმარებისთვის თურქეთისთვის მიემართა, რის სანაცვლოდაც თურქეთმა ართვინისა და არტაანის ოლქები მოითხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 მარტს მეჰმედ ედიბმა ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ იგი თურქეთის მთავრობის ინსტრუქციებს ისლამურ საზოგადოებას გადასცემდა და მათი ქმედებები არ შეეწინააღმდეგებოდა ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის იანვარ-თებერვალში ხოფიდან ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილებში მეჰმედ ედიბი თურქეთის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას ურჩევდა, მაგრამ თურქეთი ლონდონის კონფერენციის დასრულებამდე ასეთ მოქმედებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 17-18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რწმუნებულმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ საქართველოს რევკომის დელეგაციას განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს გამოიყენებდა საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის დასაცავად და ბათუმის დაპყრობას ოსმალეთის მიერ ხელს არ შეუწყობდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში კიაზიმ ყარაბექირ ფაშამ თურქეთის არმიის გენშტაბს მისწერა, რომ ერთ რაზმს ართვინ-არდაგნის ასაღებად ამზადებდა, თავის საკავალერიო პოლკს კი ორ ეშელონად ზართაშისკენ წინსვლა უბრძანა, რადგან, თუ მათ ბოლშევიკები დაასწრებდნენ და ამ ტერიტორიას დაიკავებდნენ, მისი უკან დაბრუნება გაჭირდებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს საქართველოს მთავრობამ რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარს, გიორგი ჩიჩერინს ნოტა გაუგზავნა. საქართველო რუსეთს სთავაზობდა, გაერთიანებულიყვნენ დასავლეთის იმპერიალიზმის ზეწოლის წინააღმდეგ.