საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19154

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს გაზეთ „თემის“ №206-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „გლოვა“, რომელიც აკაკი წერეთლის გარდაცვალებას მიეძღვნა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მისი საბავშვო მოთხრობათა კრებულის „პატარა მოამბე“ მეორე ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს გამოქვეყნდა ალექსი მირიანაშვილის საბავშვო მოთხრობათა კრებულის „პატარა მოამბე“ პირველი ნაწილი

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ქართველ ქალთა საზოგადოებამ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის ისტორიული მოთხრობა „ასული ლევან მეფისა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი 16 მაისს ხაშურის დრამატული წრის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებზე „მამა და შვილი“ და „მე მოვკვდი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 მაისს დუშეთში ადგილობრივმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა გაბრიელ სუნდუკიანცის „საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“ და ვალერიან გუნიას პიესები „არც აქეთ, არც იქით“ და „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძის წერილი 3 და 10 მაისს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, გამართული წარმოდგენების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 16 მაისს ხაშურში სოფრომ ტარუაშვილის „მამა და შვილი“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის წერილი დუშეთში 7 მაისს გამართული წარმოდგენის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 18-20 ნოემბერს გამართულ ქუთაისის სოფლის საჭიროებათა გამოსარკვევად შექმნილი საგუბერნიო კომიტეტის კრებაზე ე. ს. ვაწაძისამ წაიკითხა მოხსენება მებოსტნეობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4-5 ნოემბერს ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა განიხილა ა. ე. ვუჩინოს მოხსენება სამეურნეო ცოდნის გავრცელების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 მაისს სახალხო სახლში გამართული კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ნოემბერში თბილისის მოქალაქეთა რწმუნებულების კრებაზე აპრიამოვმა წაიკითხა მოხსენება მოქალაქეთა გამგეობასთან მუდმივი სარევიზიო კომისიის დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 16 მაისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის წერილი 3 მაისს არტისტული საზოგადოების დარბაზში გამართული აშუღების საღამოს შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი ძმა დავით მესხი სიტყვით გამოვიდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისს ბაქოში სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში ალფეს ცისკარიძემ წაიკითხა ლექცია „მთიულების ზნე-ჩვეულებანი ალ. ყაზბეგის ნაწერების მიხედვით“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 18-20 ნოემბერს გამართულ ქუთაისის სოფლის საჭიროებათა გამოსარკვევად შექმნილ საგუბერნიო კომიტეტის კრებაზე ი. გ. ქუთათელაძემ წაიკითხა მოხსენება შინამრეწველობასა და მეაბრეშუმეობაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4-5 ნოემბერს ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა განიხილა ს. ნ. ტიმოფეევის მოხსენება გუბერნიის მემამულეთა მეურნეობის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დემურ (დუშიკო) გიორგის ძე ფალავანდიშვილის თხზულება „ჩემი სიზმარი ახდა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ ტარასის ძე მაჭავარიანის (საქარიდელის) სტატია „თბილისის გუბერნიის სახალხო მასწავლებელთა დამფუძნებელი კრება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძის ლექსი „ქარიშხალს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ სპირიდონის ძე ხაჟალიას ლექსი „გაზაფხული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ივანეს ძე ფერაძის სტატია „წერილები მეგობართან ქართველ მუსულმანების შესახებ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 ივნისს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის დაკრძალვაზე მღვდელი ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი სიტყვით გამოვიდა.