საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2045

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იონა მეგრელიძე დაიბადა 1900 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პეტრე ბესარიონის ძე ბახტურიძე დაიბადა 1900 წლის 7 აგვისტოს ქუთაისში, ხელოსნის ოჯახში.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე დაიბადა 1902 წლის 27 მარტს დაბა ლანჩხუთში, მღვდლის ოჯახში.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიიდან „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“ ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომას დაესწრნენ: აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი, ალი ჰაიდარ კარაევი, აბდულ აზიზ შარიფოვი და ჰუსეინ ჰასან ზადე. სტატიის თანახმად, მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ წარგზავნილები უცხოელები იყვნენ. ასე, ახვერდოვი შუშის ოლქის დაბა აგდაბის მკვიდრი იყო, შარიფოვი – ქალაქ ნახინჩევანისა, კარაევი – შემახის, ხოლო ჰასან ზადე – ერევნისა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი ალი ჰაიდარ კარაევს არცთუ დიდი ხნის წინ მიუღწევია სრულწლოვანებისთვის.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სიმონ ივანეს ძე ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს სოფელ ნაესაკაოში.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს თბილისის საადგილმამულო ბანკიდან ოლღა ჭავჭავაძის სახელზე მიუვიდა ოფიციალური ცნობა, რომ 20 000 მანეთად დაგირავებული საგურამოს მამულის ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდათ 1890. 25 მანეთი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ოფიციალური წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკიდან, რომ 61 000 მანეთად დაგირავებული თბილისში, ანდრეევსკის ქუჩაზე, მდებარე კარ-მიდამოს ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდა 830. 43 მანეთი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ოფიციალური წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკიდან, რომ 15 000 მანეთად დაგირავებული ყვარლის მამულის ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდა 752. 88 მანეთი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობამ ილია ჭავჭავაძე ოფიციალური უწყებით გააფრთხილა, რომ თუ ბანკის ვალს არ გადაიხდიდა, ყვარლის მამული საჯარო ვაჭრობით გაიყიდებოდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე გრიგოლის ძე პაპასკირი დაიბადა 1902 წლის დეკემბერში ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კ. მ. ამირეჯიბს საკმაო გამოცდილება და ცოდნა ჰქონია სახალხო განათლების სამინისტროს ტექნიკურ, პროფესიულ და სამრეწველო სასწავლებელთა ორგანიზებისა და მართვის საქმეში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაშვილი დაიბადა 1903 წლის 1-ელ სექტემბერს ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ელიზბარ კონსტანტინეს ძე ზედგინიძე დაიბადა 1903 წლის 23 ნოემბერს თბილისში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბესარიონ დავითის ძე ჟღენტი დაიბადა 1903 წლის 1-ელ ივლისს ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი დავითის ძე ნახუცრიშვილი დაიბადა 1902 წლის 7 მაისს თბილისში.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძეს ოცდაათწლიანი სამსახურისთვის, თანამდებობის დატოვების შემდეგ ხელფასი შეუნარჩუნეს.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და გიორგი ჟურულთან ერთად სასტუმროში დაბინავდა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჭეიშვილი დაიბადა 1903 წლის 17 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალიო ანდრიას ძე მირცხულავა (მაშაშვილი) დაიბადა 1903 წლის 28 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ანასტასია (ანა) ილიას ასული აგლაძე დაიბადა 1902 წლის 9 ნოემბერს ლენინაკანში, ახლანდელ გიუმრაში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა დაიბადა 1903 წლის 5 მაისს აფხაზეთის სოფელ პოკვეში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლავროსი გიგილოს ძე კალანდაძე დაიბადა 1903 წლის 22 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.