რეგისტრირებული ფაქტები19332
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 16 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის რაიონის კომენდანტმა ექვთიმე წიფურიამ შეადგინა ოქმი დაპატიმრებულ პირებზე, რომლებიც მეთაურობდნენ მეჯვირსხევში ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებს, მონაწილეობდნენ სახლების გაჩხრეკვაში, იარაღის აყრაში სხვადასხვა დაწესებულებიდან, ოჯახებიდან ნივთებისა და საქონლის მოპარვაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 25 ნოემბერს სოფელ ქვატანის (აბაშის რაიონი) სკოლის მასწავლებელმა ლეონტი ჯაშმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სკოლის სახელზე არასდროს გამოგზავნილა სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები მისი მასწავლებლობისას და ასევე, არც მისი წინამოადგილეების დროს, როგორც მან გაარკვია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 25 ნოემბერს მასწავლებელი ლეონტი ჯაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ ქვატანის სკოლისთვის პირველ რიგში საჭიროა მოსწავლეთა მერხები, ჩუბინიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ (თარგმნილი ქართულად), ევტუშევსკის „არითმეტიკის მეთოდიკა“, „ვეფხისტყაოსანი“, ქართველი მეფეების ცხოვრება და სხვა ქართული წიგნები, რამდენიც შესაძლო იქნება. ასევე ღარიბთათვის შესაწირავად საჭირო იყო 30 ეგზემპლარი „დედა ენა“, 30 ცალი წერის დედანი (ჯუღელის), 30 დახაზული საწერი რვეული, 5 ცალი „ბუნების კარი“, 20 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, კალმები, ოთხკუთხიანი სახაზავები. ის გამგეობას სთხოვს, აღნიშნულ ნივთები გამოაგზავნონ არა სამაზრო სასამართლოდან, არამედ პირდაპირ, რადგან სასწავლებელი არის რკინიგზის პირას, შემდეგ მისამართზე: აბაშის სადგური, ქვატანის სკოლა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი გიორგი ცერცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ სოფელ კირცხის სკოლას სჭირდება შემდეგი სასწავლო სახელმძღვანელოები და ნივთები: „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი – 30, II ნაწილი – 8 ეგზემპლარი, „დედა ენა“ – 30, „ბუნების კარი“ – 8, 30 ასპიდის დაფა და გრიფელები, 30 ფანქარი, 30 დასტა საწერი ქაღალდი.
1880
ტიპი: ავტორობა
მასწავლებელ რაჟდენ თარხანოვის ცნობით, 1880 წლის 28 თებერვალს სოფელ კონდოლის სკოლაში მისმა წინამორბედმა მასწავლებელმა მიიღო: 10 ეგზემპლარი „დედა ენა“, 8 ცალი „ბუნების კარი“, 12 ცალი რუსული ენის სახელმძღვანელო შედგენილი კალანდარიშვილისგან, 12 ცალი „იგავ-არაკნი“, 12 ცალი ქართული წერის დედანი, 10 ასპიდის დაფა, 16 კალმისტარი, 24 ფანქარი, 6 ცარცი, თეთრი და შავი ქაღალდი.

