საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33279

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით ჩატარებული საქართველოს პარლამენტის სხდომა საღამოს 5 საათზე დაიხურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროს ტექნიკურ, პროფესიულ და სამრეწველო სასწავლებელთა მთავარგამგე მიხეილ თაქთაქიშვილი გადადგა თანამდებობიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროს ტექნიკურ, პროფესიულ და სამრეწველო სასწავლებელთა მთავარგამგის თანამდებობიდან გადამდგარი თაქთაქიშვილის ნაცვლად წამოაყენეს კ. მ. ამირეჯიბის კანდიდატურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბაქოში ნავთობის შესაძენად გამგზავრებული კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა კავშირგაბმულობის სამინისტროს საექსპლოატაციო ნაწილის უფროსი ა. ა. ტოლსტონოგოვი, თბილისში დაბრუნებულა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბაქოში ნავთობის შესაძენად ა. ა. ტოლსტონოგოვის ხელმძღვანელობით გამგზავრებული კომისია, რომელიც თბილისში დაბრუნებულა, რამდენიმე დღეში იგივე მიზნით ისევ ბაქოში აპირებდა გამგზავრებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბერს ხარკოვში სომხეთის რესპუბლიკის რწმუნებული რ. ს. იუზბაშიანი თავისი შტატითა და ოჯახით ფოთის გავლით აპირებდა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ოქტომბერს საჯავახოდან თბილისში სპეციალური მატარებლით დაბრუნდა კავშირგაბმულობის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გენერალ მაზნიაშვილის განკარგულებით ფოთში დააპატიმრეს ნოვოროსიისკის პორტის გემი „Геркулес“, რომელსაც რუსი ლტოლვილები უნდა გადაეყვანა და საქონელი გაეცვალა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გენერალ მაზნიაშვილს ფოთში დაუპატიმრებია ნოვოროსიისკის პორტის გემი „Геркулес“, რომელსაც რუსი ლტოლვილები უნდა გადაეყვანა და საქონლის გაცვლა ეწარმოებინა. რუსეთის ეროვნულმა საბჭომ დაჟინებული თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობის მინისტრ-თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გემის გათავისუფლების თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რუსეთის ეროვნულმა საბჭომ საქართველოს მთავრობის მინისტრ-თავმჯდომარეს მოსთხოვა ფოთში დაპატიმრებული გემის „Геркулес“ დაუყოვნებელი გათავისუფლება, რადგან ეს დაპატიმრება უარყოფდა ხელშეუხებლობის გარანტიებს, რომელიც რუსეთის ეროვნულ საბჭოს მისცა საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და სურსათის სამინისტროებმა, გერმანიის სამხედრო მისიამ საქართველოში და თვით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მინისტრმა-თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ. ამავე დროს, რუსეთის ეროვნული საბჭოს აზრით, ამ ფაქტს შეეძლო ცუდად ემოქმედა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის დალაგებულ სავაჭრო ურთიერთობებზე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძე აგვისტოს აჯანყების დროს გურიაში დააპატიმრეს.

1925

ტიპი: ღონისძიება

პანტელეიმონ ჩხიკვაძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1925 წელს.

1925

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ აგიაშვილმა ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1925 წელს.

1927

ტიპი: ღონისძიება

ელიზბარ ზედგინიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1927 წელს.

1961

ტიპი: ღონისძიება

1961 წლის ოქტომბერში მწერალთა კავშირის კლუბში გაიმართა არნო ონელის დაბადების 60 წლის და ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლის საიუბილეო საღამო.

1922

ტიპი: ღონისძიება

ბესარიონ ჟღენტმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1922 წელს.

1920

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნახუცრიშვილი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1920 წელს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დავით ოტიას ძე ნიჟარაძემ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობდა ნიკოლოზ სიმონის ძე აბაშიძე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სიმონ ბესარიონის ძე გოგიბერიძემ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კონსტანტინე სიმონის ძე ერისთავმა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო გრიგოლ გიორგის ძე წულუკიძემ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ქაიხოსრო დავითის ძე ლორთქიფანიძემ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო გიორგი თეიმურაზის ძე აგიაშვილმა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო გიორგი ბესარიონის ძე მიქელაძემ.