საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19373

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დემნა შენგელაიას მოთხრობა „ტბის სირცხვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მათე იანქოშვილის წერილი „წყალქვეშა ნავი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ახმეტელის წერილის „არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?“ III ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (უსავანოს) სტატია ხარფუხის საზოგადო თეატრში წარმოდგენილი „არშინ მალ ალანის“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატია „ქართულ კონცერტზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „საიდუმლო ტრაგედია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას პიესის „მწირი სარდალი“ IV ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ ხერხეულიძის მოთხრობა „უფსკრული“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, სიმონ ლორთქიფანიძის განკარგულებით თავად-აზნაურთა საგვარეულო წიგნის შედგენა მიენდო დავით მდივანს, რომელმაც ამისთვის ჯილდოდ 1 600 მან. მიიღო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იზაბელა გრინევსკაიამ რუსულად თარგმნა ქართველ პოეტთა ნაწარმოებები.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 ნოემბერს ნაძალადევის მცხოვრებმა ინჟინერ-ტექნოლოგმა ბერეზოვსკიმ ქალაქ თბილისის გამგეობაში შეიტანა განცხადება, რომ თავის სახლს ქალაქს გადასცემდა ხორცის დუქნების გასახსნელად.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის ლექსი „სიტყვა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მირონ თოფჩიშვილის (ხარხელის) მოთხრობა „სიზმარი სანგრებში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „ქართველი გრიგორიანები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის სტატია „სამი საუკუნის წინეთ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაკელიას პიესის „ქურდი ანუ კეთილისმყოფელი“ დასაწყისი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის ლექსი „მეგობრებს“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს თბილისის გუბერნატორის წინაშე მოხსენებით გამოვიდა საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი ნ. ბარანოვსკი, რომელმაც ჩაატარა თბილისის მოქალაქეთა გამგეობის რევიზია. მან აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ხარკის ამკრეფი მამასახლისის თანაშემწეები ვერ ასრულებდნენ მოვალეობას, ამიტომ გვიანდებოდა სახელმწიფო და საზოგადო გადასახადების აკრეფა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩმა ითავა თბილისში რუსი მწერლის, გოგოლის ძეგლის გაკეთება. მასალა მიიღეს პეტერბურგიდან. ძეგლი მზად უნდა ყოფილიყო 1903 წლის 10 მარტისათვის. გამგეობამ ავტორს მისცა 150 თუმანი, დანარჩენ 250-ს მიიღებდა ნამუშევრის დასრულებისას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 24 მაისს სახალხო თეატრში გამართული წარმოდგენის „ყაჩაღები“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 24 მაისს სახაზინო თეატრში გამართული წარმოდგენის, „ოტელოს“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი ხაშურის დრამატული დასის მიერ სოფლებში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 ივნისს სანდრო კავსაძის კონცერტზე კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა წაიკითხა ლექცია ქართული ეროვნული მუსიკის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ვასილ ურუშაძემ დაწერა ერთმოქმედებიანი კომედია „ომი ოსმალეთთან“.