საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19553

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფელ ბაჯის სასწავლებლის მასწავლებელმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისათვის საჭირო იყო: „როდნოე სლოვო“ 1-ლი და მე-2 ნაწილი, ძველი და ახალი აღთქმის ისტორიის წიგნები, „ლოცვების ახსნა“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანების კრებული“, „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, თითოეული აღნიშნული სახელმძღვანელოს ღარიბთათვის დასარიგებლად გამგეობას უნდა გამოეგზავნა 6-6 ეგზემპლარი, ასევე სხვა სასწავლო ნივთები: ასპიდის დაფები, კუთხედი სახაზავები, კალმები, გრიფელები, საწერი ქაღალდი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ტაოს-კარის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ჭანეთის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოლომონ ბავრელის სტატია, რომლის ინფორმაციით სურამში ააშენეს ხის ფიცრულები, სადაც ომში დაჭრილ ადამიანებს მკურნალობდნენ მოსკოვიდან ჩამოყვანილი ექთნები. ეს ფიცრულები ააშენეს მოსკოვის აზნაურებისა და საქართველოს მთავრობის ხარჯით.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი ცერცვაძის ცნობით, 1881 წლის 22 ნოემბრისთვის სოფელ კირცხის სკოლაში სწავლობდა 40 მოსწავლე, მათგან სამი მეოთხედი ძალიან ღარიბი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილი „შეუდარებელი ქვეყანა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეოთხე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისათვის საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას 1000 მანეთი ჰქონდა სესხად აღებული. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვარისათვის საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე წევრთა მიერ გადახდილი საწევროს სახით 1245 მანეთი და 80 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისათვის საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 2205 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ელი იანვრისათვის საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში საწევრო თანხა 100 მანეთი ჰქონდა გადახდილი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრისათვის საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით 61 მანეთი და 75 კაპიკი ჰქონდა გასესხებული. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრისათვის საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წმინდა მოგება 120 მანეთი და 95 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე წევრთა მიერ გადახდილი საწევროს სახით 392 მანეთი და 54 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ ივნისამდე საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველ ამხანაგობას დაუბრუნეს სესხად აღებული თანხა 2142 მანეთი და 84 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ სესხად გაცემული თანხის სარგებელი 258 მანეთი და 28 კაპიკი მიიღო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ ივნისამდე საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ ჯარიმის სახით 6 მანეთი მიიღო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა ივანე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მუხრანის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი ნივთები: 13 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, უმთავრესი ისტორიული მოთხრობების სურათები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა, კავკასიის, ევროპის და რუსეთის რუკები, არშინი, საჟენი და ფარგალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს ეწერის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: რუსული და ქართული წიგნები, „ბუნების კარი“, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“, ქაღალდი და ფანქრები. ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო 30-30 ეგზემპლარი ზემოხსენებული სახელმძღვანელო წიგნები, ხოლო ნივთები, რამდენიც შესაძლებელი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელი ივლიანე ჭეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სკოლისთვის საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, 56 ეგზემპლარი ქართული და რუსული წერის დედნები, ქაღალდი, მელანი, ფანქრები, გრიფელები, კალმები, კალმისტრები, ცარცი, აგრეთვე მასწავლებლისთვის – ქართული სახელმძღვანელოები: არითმეტიკის, ისტორიის და სხვანი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი რომანოზ გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას სწერს, რომ წალენჯიხის სკოლისთვის საჭირო იყო და ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოეგზავნათ თითოეულისთვის თითო ეგზემპლარი I და II ნაწილი „როდნოე სლოვო“, „დედა ენა“, ასპიდის დაფა და ფანქარი, ჯამში – 23 „დედა ენა“, 23 „როდნოე სლოვო“, 23 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებითურთ და 23 ფანქარი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ ივნისამდე საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სასარგებლოდ მის ანგარიშზე დარიცხული იყო 2321 მანეთი და 83 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სათადარიგო თანხა 21 მანეთი და 65 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.