რეგისტრირებული ფაქტები19557
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა განცხადება ქართული ენის გრამატიკის წიგნის გამოცემის შესახებ. განცხადების თანახმად, თბილისის გიმნაზიის მასწავლებელ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილის (დადაევ-მაღარსკის) მიერ შედგენილი წიგნის ბოლოს დაიბეჭდებოდა გვარ-სახელები პირებისა, ვინც წიგნი გამოიწერა.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტში“ დაბეჭდილი სტატისტიკის მიხედვით, ინგლისში 35 მილიონ მცხოვრებზე 25 810 ექიმი იყო ანუ 7 350 კაცზე – 1 ექიმი, საფრანგეთში 1400 კაცზე – 1, ავსტრიაში, ნორვეგიასა და გერმანიაში 1– 500 კაცზე, რუსეთში 1 – 622-ზე, ჩრ. ამერიკაში 1 – 600-ზე.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტში“ დაბეჭდილი სტატისტიკის მიხედვით, ჩრ. ამერიკამ რკინიგზის მშენებლობისთვის 34 მილიარდი მანეთი დახარჯა, ინგლისმა – 19, გერმანიამ – 11, ავსტრიამ – 7 მილიარდ 9 მილიონი, რუსეთმა – 6 მილიარდი და რამდენიმე მილიონი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) „ნოვოე ობოზრენიეზე“ დაყრდნობით წერდა, რომ თბილისის საბებიო ინსტიტუტმა ქალაქის გამგეობას შემწეობა წელსაც სთხოვა, რაზეც გამგეობამ ინსტიტუტის დირექტორს უპასუხა, რომ მათთვის გაუგებარი იყო თუ როგორ იხარჯებოდა გამოყოფილი ფული.

