საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19616

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში" დაბეჭდილ წერილში ეკატერინე ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ ქუთაისის სახალხო თეატრის შენობის გასამაგრებლად გამოიყენეს განსვენებული სოლომონ ივანეს ძე ლეონიძის მიერ დატოვებული 500 მანეთი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ივნისში ზაქარია ჭიჭინაძე დასაბეჭდად ამზადებდა ზეპირი გადმოცემებით შედგენილ კრებულს „ქართველების გამაჰმადიანება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „უქმად არ გაჰქრება!..“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავას დაწერილი მოხსენება „В вихре современности“ ალექსანდრე მესამის ეპოქის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების აღწერას ეძღვნებოდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავას დაწერილი ლექსების კრებული ილია ჭავჭავაძის შემოქმედების გავლენით იყო შექმნილი..

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში დაწერილ იაკობ ფანცხავას ლექსების კრებულში ერთი ლექსი ალექსანდრე მესამესაც ეძღვნებოდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავას მასწავლებელმა სოსო ღოღობერიძემ შეატყობინა, რომ დირექტორ სტოიანოვის გადაწყვეტილებით მას სასწავლებლიდან არ გააგდებდნენ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 7 ნოემბერს პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრებაზე ივანე თაიროვმა წაიკითხა მოხსენება. იგი ფინანსთა მინისტრთან ითხოვდა შუამდგომლობას სადაზღვევო საზოგადოების სინდიკატის გაუქმებაზე. თაიროვის თქმით, სინდიკატს გავლენა ჰქონდა პურის ფასის მატებაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იოსებ ქუთათელაძე საღორიაში გეგმავდა კავკასიის სააბრეშუმო სადგურის გაშენებას ბჟოლის (თუთის) ხის საუკეთესო ნერგებით, საიდანაც სოფლის მცხოვრებლებს ბჟოლის ნერგებს იაფად მისცემდნენ და დაარიგებდნენ ცნობებს ბჟოლის გაშენების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს მოსე ჯანაშვილმა დაწერა წიგნი „ქართული მწერლობა“ 3 ტომად.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საგანელიძის (კვაცხუთელის) ლექსი „ჩაგრულ ძმას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 აგვისტოს დიდუბეში ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის დაკრძალვაზე იოსებ იმედაშვილმა სიტყვა წარმოთქვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ მიწიშვილის თხზულება „მელანქოლია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იაგო ტეტუნაშვილის ლექსი „სვავს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ ფანცულაიას სტატია „წმინდა ხელოვნება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 აგვისტოს დიდუბეში ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის დაკრძალვაზე აკაკი ფაღავამ სიტყვა წარმოთქვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ ხერხეულიძის დღიურის ნაწყვეტები.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „მუშათა ცრუ მოარშიყეებს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „მეგობარს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მინა ჯაფარიძის (ჯაფარ რაჭველის) სტატია „კახეთი და მისი დღევანდელი მდგომარეობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის სტატია „ფიქრები ფრტამოტეხილისა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შიო მღვიმელის ლექსი „ჩემსას“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის საპყრობილის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა დ. სარაჯიშვილსა და მის მეუღლეს, ანა ბარათაშვილისას, რომლებიც ფულით დაეხმარნენ მეტეხის საპყრობილის საკვირაო სკოლის გახსნაში.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს თბილისის გამგეობის წევრმა ა. ენფიანჯიანცმა განიხილა საზოგადოება „ჰელიოს" მიერ წარმოდგენილი დამატებითი ხარჯთაღრიცხვა ქალაქის ელექტრონით განათების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, აუცილებელი იყო კავკასიის მთებში მიმოფანტული ხალხების ერთ სახელმწიფო საზღვარში მოქცევა და ერთიან კავშირში გაერთიანება.