საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2018

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორი ჩალხუშიანი სომხეთის მთავრობასთან იყო დაახლოებული.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მანუახა, აბრამა და შამოელა ფიჩხაძეები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ არონ, დავით, ისხაკა და მიხაილ ბინიაურიშვილები ძმები იყვნენ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლამდე ისიდორე თხელაძე შორაპნის მაზრის სოფელ ნაფისში ცხოვრობდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გრიგოლ შიოევი თბილისში მცხოვრები ბერძენი იყო.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისელმა ივანე ბაქრაძემ ბორჩალოს მაზრაში, დისიხის სასოფლო საზოგადოებაში, ბერძენი მოქალაქე მოკლა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეები ძმები იყვნენ.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის ჯამაგირი 100 მანეთს შეადგენდა.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჟენევაში მყოფ ლეო ქიაჩელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მატერიალურადაც უჭირდა.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წელს ნ. ს. ფილია როსტოვში იყო გადასახლებული.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის აგვისტოში საერო სასწავლებლების დირექტორ ხ. გროზდოვს საპენსიო ასაკი შეუსრულდა.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში 140 წლის კაცი – წიბო გაზაშვილი ცხოვრობდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის მაისში ბესარიონ ქავთარაძე ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადიოდა. მას მარჯვენა მკლავი მოაჭრეს, რამაც ძალიან დაასუსტა, გახდა და ლაპარაკის პრობლემებიც შეექმნა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ და ნოშრევან ოქროპირის ძე ალავიძეებს გადასახდელი ჰქონდათ 991 მანეთი და 61 კაპიკი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით და ირაკლი გიორგის ძე ტყეშელაშვილებს გადასახდელი ჰქონდათ 1029 მანეთი და 72 კაპიკი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სპირიდონ, თეიმურაზ და ფილიპე გიორგის ძე ლეჟავებს გადასახდელი ჰქონდათ 5315 მანეთი და 1 კაპიკი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ტარასი ვახუშტის ძე აბაშიძეს გადასახდელი ჰქონდა 1700 მანეთი და 38 კაპიკი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიგო გლახუას ძე კორძაიას გადასახდელი ჰქონდა 3265 მანეთი და 8 კაპიკი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სოლომონ ელიზბარის ძე კორძაიას გადასახდელი ჰქონდა 3491 მანეთი და 4 კაპიკი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექსანდრე ალექსანდრეს ძე მიქაძეს, რამინ და ბეჟან სიმონის ძე მიქაძეებს, გიგო, სოლომონ, დიმიტრი და ანტონ ბესარიონის ძე მიქაძეებსა და ეკატერინა პეტრეს ასულ მიქაძეს გადასახდელი ჰქონდათ 15 113 მანეთი და 57 კაპიკი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბიჭია გეგენავას გადასახდელი ჰქონდა 1813 მანეთი და 91 კაპიკი.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის 1866 წელს სოფელ ვარგავში დაიბადა. ადრე თურმე მისი პაპა გადმოსახლებულა ამ სოფელში ხიზაბავარიდან. იაკობის სწავლა-განათლებაზე ბიძამისი ზრუნავდა, რადგან მამა ღარიბი ჰყავდა. იაკობმა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა და სოფლის მასწავლებლის წოდება მიიღო.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თავადის ასულ ათინაიდა ნიჟარაძის მეუღლე იყო ოტია ვახტანგის ძე ნიჟარაძე.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილი ოსი იყო.