საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19332

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისის უნივერსიტეტში ნახა რუსთაველის ილუსტრაციები, რომელთა ყიდვაც ლონდონში შესთავაზეს და ვერ შეძლეს. ისინი ინახებოდა იმ ხელნაწერებთან ერთად, საიდანაც ამოჭრეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისის უნივერსიტეტში კედელს მარჯორის პორტრეტები ამშვენებდა, იქვე იყო მისი ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც თავადის ასულ ოლღა ჭავჭავაძის სახლში ინახებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ამერიკის წარმომადგენელს შეხვდა სომხებისა და თათრების ურთიერთობაზე სასაუბროდ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ყველა საღამო მშვიდი და წყნარი იყო. თუკი არ მუშაობდა, ეძინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მისი ორთვენახევრიანი ძალისხმევა წყალში არ ჩაყრილა და სამშობლოში, ძალაუფლების მქონე ადამიანებს არა მხოლოდ აინტერესებდათ რას აკეთებდა, არამედ მხარს უჭერდნენ და იზიარებდნენ მის ზოგიერთ შეხედულებას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში კმაყოფილებას გამოთქვამდა შვილებმა რომ ცეკვის სწავლა მოინდომეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გაუხარდებოდა თუკი შვილები ლეკურ ცეკვას ისწავლიდნენ. მისი აზრით, ლეკური დიდებული სანახავი იყო და ევროპულ ცეკვებს ბევრად სჯობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდებოდა მის გამოგზავნილ ამანათს. ძალიან სჭირდებოდა ცხვირსახოცები და ყელსახვევები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 20 ნოემბერს, მისი რჩევით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში უნდა ჩამოსილიყვნენ, რათა მოელაპარაკათ და განეხილათ თუ როგორ მოეგვარებინათ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რომელიც სისხლისღვრაში იყო გადაზრდილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ამანათით უგზავნიდა ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებს, რომლებიც ერევანში იყიდა. ყველა ვანელ ოსტატთა ნახელავი იყო: ვერცხლის მოზრდილი ქამარი, ვერცხლის მომცრო ქამარი, ვერცხლის ორი აბზინდი, ვერცხლის ჯვარი, 22 ფილიგრანული საკინძე, მარგალიტებითა და ფირუზებით მოჭედილი ოქროს ორი საყურე, რომლებიც შეეძლო კულონებადაც გამოეყენებინა. უორდროპმა მეუღლეს სთხოვა, რომელიმე ნივთის გაჩუქება თუ მოუნდებოდა, თავი არ შეეკავებინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ომის ოფიციალურად გამოცხადების გარეშე, ნება დართეს ადამიანებს ეომათ ზანგეზურის რეგიონში. მსხვერპლმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის უთანხმოების საკითხთან დაკავშირებით წინადადება წამოაყენა, რომ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს მოლაპარაკებოდნენ და ასე დაერეგულირებინათ არსებული მდგომარეობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დიდი იმედი ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები, რომლებსაც დიდ პატივს სცემდა, შეთანხმებას მიაღწევდნენ, რაც დიდ გავლენას მოახდენდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე და საგარეო საქმეთა სამინისტროში თავისი გავლენაც გაცილებით გაიზრდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თბილისში ვიზიტი და მოლაპარაკება თუ წარმატებით ჩაივლიდა, თავს ბედნიერად იგრძნობდა, რადგან შეძლებდა ეთქვა, რომ რამდენიმე სიცოცხლე მაინც გადაარჩინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დაკავებული იყო და ბევრს ვერაფერს ვერ წერდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობის შემოსავალი 1876 წელს 7 006 253 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობის გასავალი 1876 წელს 7 307 261 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობამ 1877 წლისთვის ადგილობრივი შემოსავლიდან 7 230 381 მანეთი გადადო, ხოლო სახელმწიფო ხაზინიდან 121 828 მანეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობამ სასწავლებელთათვის 510 431 მანეთი გაიღო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობამ გიმნაზიების, პროგიმნაზიებისა და რეალური სასწავლებელთათვის 345 670 მანეთი გაიღო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობამ საქალაქო, სამაზრო, დაწყებითი და სასოფლო სასწავლებელთათვის 94 770 მანეთი გაიღო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობამ სხვადასხვა სასწავლებელთათვის 70 031 მანეთი გაიღო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობამ გზების შესაკეთებლად 63 741 მანეთი გაიღო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობამ სასულიერო პირების ჯამაგირისთვის 59 449 მანეთი გაიღო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, ახარებდა ის ფაქტი, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პოლიტიკური ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა რეალური საფრთხე ისევ არსებობდა და სერიოზული იმედგაცრუებისთვისაც მზად იყო.