რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ავსტრიის სლავები, რომლებიც გერმანიის მეზობლად ცხოვრობდნენ ძალინ წუხდნენ თავიანთ ბედზე, რადგან თავად გერმანია ტერიტორიის გაფართოებისთვის იბრძოდა. სლავები, სახელდობრ ჩეხები კი ცდილობდნენ პრუსიასთან დამეგობრებას, რაც მათი აზრით ავსტრიას შეაშინებდა, გერმანიისთვის ეს ამბავი მეტად სასიხარულო იყო, მაგრამ ჩეხეთის ახალმა თაობამ დაგმო ძველი თაობის ინიციატივა და მას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1875 წლის 1-ელ იანვრამდე 18 ოლქში 22 389 დაწყებითი სასწავლებელი არსებობდა, სადაც 754 655 ბიჭი და 165 252 გოგო სწავლობდა. სასწავლებლების ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ხაზინიდან 828 848 მანეთი და 82 კაპიკი იხარჯება, ერობისგან – 1 660 793 მანეთი და 3 კაპიკი, ქალაქებისგან – 660 937 მანეთი და სოფლის საზოგადოებისგან – 1 467 123 მანეთი და 20 კაპიკი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პედაგოგი კუშინსკის თქმით სასულიერო სემინარიაში მოსწავლეები ვალდებულნი იყვნენ ქართულად ესწავლათ საეკლესიო გალობა. აქვე დართულია რედაქციის პასუხი, რომ როცა სემინარიაში ქართული ენის პედაგოგი არ ჰყავდათ, როგორ შეასწავლიდნენ მოსწავლეებს საეკლესიო გალობას ქართულად.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პედაგოგი კუშინსკის თქმით უწმინდესი სინოდის განკარგულებით მოსწავლეები ვალდებულნი იყვნენ ესწავლათ ქართულად წერა საერო და საეკლესიო ისტორიისა. თუმცა კუშინსკის ყველა განცხადება, რომელიც ქართული ენის სწავლებას ეხებოდა ეწინააღმდეგებოდა რეალურ ფაქტებს, რადგან სწორედ მან ჩამოართვა რამდენიმე მოსწავლეს ქართულ ენაზე დაწერილი წიგნები და სათანადოდაც დატუქსა ისინი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1874 წლის 17 აპრილიდან დაწესდა ღერბის ფული, რომლის თანახმად თუ საჩივრის ქაღალდს 2 აბაზიანი მარკა არ ეკრა, ამ შემთხვევაში მას სასამართლო უკან უბრუნებდა გლეხს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით სასამართლოებში საქმის წარმოება სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო ღერბის ფულისგან.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გერმანიის პარლამენტში განიხილეს საკითხი ელზასსა და ლოტარინგიის ახალი მმართველობის დაწესების შესახებ. ცნობილია, რომ მათ უმაღლესი გამგეობა მართავდა და უმაღლეს საბჭოსაც კი არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ბზიფის ტყის თაობაზე, რომელიც მდებარეობდა აფხაზეთში უცნობმა პირმა ო. ა. ფონ-ლიპხორტმა წინადადება წარუდგინა ერთ-ერთ საზოგადოებას რუსეთში, რომლის თანახმად თუ ისინი ტყეს გამოიყენებდნენ და ხის მასალას გაიტანდნენ საზღვარგარეთ გასაყიდად სახელმწიფო ხაზინა დიდ მოგებას ნახავდა, ასევე შეეძლოთ აეგოთ ხომალდები, რომლითაც ვაჭრობას შეძლებდნენ და ათი ათასობით თუმანს მიიღებდნენ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მიმართვა „უფ მოგლეჯილაძის“ მიმართ, რომ რედაქციამ უარი განაცხადა მისი წერილის დაბეჭდვის თაობაზე, რომელიც ერთ-ერთი პიროვნების ავ-ზნეობაზე მოგვითხრობდა. რედაქციის განცხადებით მხოლოდ ფაქტებითა და საქმით შეიძლება განსაზღვრო ადამიანის ავ-კარგიანობა, რადგან სხვაგვარი განკიცხვა ლანძღვაა, რომლის ადგილი გაზეთ „ივერიაში“ არ იყო.

