რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ განაცხადა, რომ მუზეუმში განთავსებული იყო ქართველებისთვის ძვირფასი წიგნსაცავი და ეს საუნჯე საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის არ უნდა გადაეცათ. მისი საქმე მხოლოდ ისტორიული ნივთების შენახვა და დაცვა იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე „ამერიკული აუქციონი“ მიჰყავდა ახალგაზრდა პოეტს პაოლო იაშვილს, რომელიც სტუმრებს იუმორისტული ექსპრომტი კუპლეტებით აგულიანებდა და ამხნევებდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ მუზეუმებზე ზრუნვა ბევრ დროს, ენერგიას, ხარჯს მოითხოვდა და კარგი იქნებოდა თუ მათ მართვა-გამგეობას საზოგადოება საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს გადააბარებდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ვლადიმერის ძე მესხიშვილმა განაცხადა, რომ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო იყო სპეციალური ორგანო, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა მუზეუმებისთვის და ამიტომაც საზოგადოებას უნდა გადაებარებინა მისთვის მუზეუმი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, შუადღეს, 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში, როცა საქმე ჰქონდა ევგენი გეგეჭკორი ყოველთვის მოდიოდა მასთან, მაგრამ ამჯერად სამინისტროში მისვლა ამჯობინა, რადგან თათბირისთვის დიდი რუკები სჭირდებოდათ და საქმისთვის იქ მისვლა უფრო მოსახერხებელი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე ტრადიციულად დალიეს მისი და ჟორდანიას სადღეგრძელო, განსაკუთრებით კი აღნიშნეს ინგლისის სიმპათია დაჩაგრული ერების მიმართ და მაგალითად მოიყვანეს ბაირონის ბრძოლა საბერძნეთისთვის.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე თავად ჟორდანიას თქმით, დამსწრე საზოგადოება ძირითადად სიმდიდრის მიხედვით იყო შერჩეული, თუმცა იქ ბევრი საინტერესო და სასიამოვნო პიროვნება ნახა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე ახალგაზრდა მხატვარმა მისი პორტრეტის ესკიზი შექმნა და აჩუქა. მოეწონა, თუმცა არ იყო მაღალ დონეზე შესრულებული. ჟორდანიას პორტრეტიც იგივენაირი წარმატებით დახატა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე თანხის შესაგროვებლად „ამერიკული აუქციონი“ გაიმართა. ერთ ებრაელ ქართველს ერგო პატივი, ბავშვთა დასახმარებლად შექმნილ ფონდს მის სახელი დარქმეოდა.

